ბესელია: “ხანდახან უნდა ვაჩვენოთ დარბევის კადრები”

13.06.2018 ახალი ამბები 21 0 0.0


loading...
Загрузка...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ როცა კახიძე და სამადაშვილი კითხვას დასვამენ რატომ არის ასეთი არაძალადობრივი გარემო, დარბევის მძიმე კადრები გავუშვათ ხოლმე და აღარ დასჭირდებათ პასუხების გაცემა.

მისივე თქმით, კადრების ნახვა მისთვისაც ძალიან რთულია, თუმცა უტიფარი გამოსვლები მისთვის მიუღებელია.

“გავრცელდა “ინგოროყვას კლინიკიდან“ გათავისუფლებული ექიმის, ბატონი მურთაზ მამაგეიშვილის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ თხოვდნენ მას არარსებული დაზიანების დაფიქსირებას, რაზეც უარი განაცხადა. მე არ ვიცი ამ სიმართლის რომელ მხარეს უნდა გავიხედოთ, მაგრამ ცალმხრივად რომ არ უნდა გავიხედოთ, ეს ნამდვილად ვიცი. აღარ ვთვლი საჭიროდ უტიფარ გამოსვლებს ვუპასუხო, უბრალოდ, ხანდახან უნდა ვაჩვენოთ ის კადრები, რომლის ყურებაც ჩემთვისაც ძალიან ძნელია, რადგან მეც ვიყავი იმ დარბევის მონაწილე. როცა კახიძე და სამადაშვილი კითხვას დასვამენ, ეს რა ხდება და რატომ არის ასეთი არაძალადობრივი გარემო, ჩვენ რომ არ ვუპასუხოთ, კადრები გავუშვათ ხოლმე და აღარ დასჭირდებათ პასუხების გაცემა. უბრალოდ შეხედავენ და თავად იპოვიან პასუხს მათ მიერ დასმულ კითხვებზე“, – განაცხადა ბესელიამ.

metronome.ge


ვაჩვენოთ, უნდა, ბესელია, დარბევის, ხანდახან, კადრები

კობახიძე: მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება, ეს ბატონი მამუკას პოზიციაა
16.06.2018
მათ იფიქრეს, რომ ვერავინ ხედავდა რას აკეთებდნენ - უხერხული მომენტები, რომელიც კამერამ დააფიქსირა (ვიდეო)
15.06.2018
5 მავნე ჩვევა, რომელსაც ყოველდღიურად ვაკეთებთ (ვიდეო)
15.06.2018
საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
15.06.2018
ჩუგოშვილი: “ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება”
15.06.2018
რუსეთში ფრანგი ჰომოსექსუალები ცემეს
15.06.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...