ბრაზილიაში პოლიციელებმა ნარკომოვაჭრეების ხელშემწყობი თუთიყუში დააკვეს

27.04.2019 მსოფლიო ამბები 149 0 0.0

Загрузка...

გამოცემა Guardian -ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. ბრაზილიაში პოლიციელებმა, არც მეტი არ ნაკლები, დამნაშავეთა მთავარი ხელშემწყობი თუთიყუში დააკავეს, რომელიც ნარკომოვაჭრეების დახმარებას ცდილობდა.

23 აპრილს პოლიციელები, რომლებიც ორი ნარკომოვაჭრის ცხელ კვალზე დაკავებას ცდილობდნენ და ამ მიზნით ნარკომოვაჭრეთა სახლთან მივიდნენ, თუთიყუშმა შენიშნა... შენიშნა და პორტუგალიურად „დედა, პოლიცია!“ - ს გამუდმებული ძახილი დაიწყო.
 

image

თუთიყუშის ნიშანს მაშინვე მიხვდნენ ნარკომოვაჭრეები და გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათი დაკავება მაინც მოახერხა.მათსახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა მარიხუანა და დიდი ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.სამართალდამცველებმა ნარკომოვაჭრეებთან ერთად თუთიყუშიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
 

image

როგორც ჩანს თუთიყუშს პოლიციის მანქანებზე რეაგირება საკმაოდ კარგად აქვს შესწავლილი.დაკავებული ბრალდებული (თუთიყუში) ადგილობრივ ზოოპარკში გადაიყვანეს.

ავტორი: ეკა ლაცკა


ბრაზილია, პოლიციელები, ნარკომოვაჭრეები, თუთიყუში, ხელშემწყობი

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar