ბრძოლას გავაგრძელებთ! - ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან მარცხი შეაფასა

27.03.2019 სპორტის სიახლეები 157 0 0.0

Загрузка...

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები ირლანდიას ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა:

„ირლანდიელებმა თამაში თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყეს. პირველივე წუთებიდან კარგად თამაშობდნენ და ტემპში ჩვენც ავყევით. სამწუხაროდ გოლი სტანდატრულიდან გავიდა. მათ ძალიან ლამაზი ჯარიმა გაგვიტანეს, მაგრამ აშკარაა, რომ ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა. ამის შემდეგ გვქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ.

აშკარაა, რომ ირლანდიელები მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ, რასაც ვერ ვიტყოდი ჩვენს ფეხბურთელებზე. ამის მიუხედავად ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს.

საწყენია, რომ ორივე მატჩი წავაგეთ, მაგრამ ამით არაფერი სრულდება და ბრძოლას გავაგრძელებთ.

შეტევაში ჩაკვეტაძის არყოფნა დაგვეტყო. იგი ჩვენი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს და იმედია მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებს ვლადიმირ ვაისი.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ქვე-ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე


ვლადიმირ ვაისი, ირლანდია, შეაფასა, ბრძოლა, მარცხი

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar