ჩაის ერთჯერად პაკეტებში მიკროპლასტმასის მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდა

28.09.2019 ჯანმრთელობა 45 0 0.0

Загрузка...

ჩაის ერთჯერადი პაკეტები მიკროპლატმასას მილიარდობით ნაწილაკს შეიცავს — ამ დასკვნამდე მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ
კანადელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თითქმის დუღილის ტემპერატურაზე (95°C) ჩაის ერთჯერადი პაკეტი დაახლოებით 11,6 მილიარდ მიკროპლასტმასას ნაწილაკსა და 3,1 მილიარდ ნანონაწილაკს გამოყოფს.
რა არის მიკროპლასტმასა?
მიკროპლასტმასა 100 ნანომეტრიდან 5 მილიმეტრამდე ზომის პლასტმასას ნაწილაკებია, რაც უმეტესად პლასტმასას ნაგვის გადამუშავების შედეგად მიიღება. იგი აღმოჩენილია ჰაერში, ნიადაგში, მდინარეებში, ოკეანეების ყველაზე ღრმა წერტილებში, როგორც ონკანის, ასევე ჩამოსხმულ ბოთლის წყალში, წყალმცენარეებსა და ლუდშიც კი. 2018 წლის ოქტომბერში მიკროპლასტმასას ნაწილაკები პირველად იქნა ნანახი ადამიანთა განავლის ანალიზებში.

ჩაის ერთჯერადი პაკეტები ბუნებრივი ბოჭკოებით მზადდება. მიუხედავად ამისა, მასში მიკროპლასტმასას შემცველობა მაინც ნარჩუნდება. სწორედ ამ მიზეზით, ზოგიერთი ბრენდი უკვე გადავიდა ქაღალდის პაკეტების გამოყენებაზე.

კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები
მეცნიერებმა ოთხი განსხვავებული მასობრივი წარმოების ერთჯერადი ჩაის პაკეტები შეამოწმეს. საკვლევი მასალა მათ მონრეალის მაღაზიებიდან და კაფეებიდან ამოიღეს. მკვლევარებმა პაკეტები შიგთავსისგან დააცარიელეს და 5 წუთის განმავლობაში ადუღებულ წყალში დააყოვნეს. ამის შემდგომ საკვლევი ობიექტები მათ ელექტრონული მიკროსკოპირებითა და სპექტროსკოპიით გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ ერთი ჩაის პაკეტიდან დაახლოებით 11,6 მილიარდი მიკროპლასტმასას ნაწილაკი გამოიყო.

ეს რაოდენობა გაცილებით აღემატება ადამიანის მიერ საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში მიღებული მიკროპლასტმასას ნაწილაკების რაოდენობას. 2019 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანი წელიწადში საშუალოდ მიკროპლასტმასას მინიმუმ 50 000 ნაწილაკს იღებს საკვებთან ერთად ან ჩასუნთქვის გზით.

შემდგომი კვლევის მიზნები
კანადელ მკვლევართა გუნდი ჩაის ერთჯერადი პაკეტების მიერ გამოყოფილი მიკროპლასტმასას ტოქსიკურობას იკვლევს, რისთვისაც დაბინძურებულ წყალში დაფნიას კოლონიებს ათავსებს. ამგვარი სახით, ისინი ცდილობენ დაადგინონ, თუ რა სახის გავლენას მოახდენს მიკროპლასტმასა ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედებასა და მათ საარსებო გარემოზე.

ჯანდაცვის მსოფილიო ორგანიზაციის მიხედვით, ამჟამად არ არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც მიკროპლასტმასას მიერ ადამიანის მოწამვლას აღწერდა. გაეროს სპეციალური ორგანოების განცხადებით, დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი, რათა სრულად გავიგოთ, თუ როგორ ვრცელდება გარემოში მიკროპლასტმასა და როგორ აღწევს იგი ადამიანთა ორგანიზმამდე.

მკვლევართა მოსაზრებით, ჩაის ერთჯერადი პაკეტებიდან მიკროპლასტმასას ასეთი მაღალი რაოდენობის გამოყოფა შესაძლოა კავშირში მის ადუღებულ წყალში მოთავსებასთან იყოს. ამ მოსაზრებას საფუძვლად ის ფაქტი უდევს, რომ საკვების შესაფუთი პლასტმასა პროდუქტის უმრავლესობა დაშლას 40°C-ზე მაღლა ისედაც იწყებს.

კვლევა ჟურნალში The Journal of Environmental Science and Technology გამოქვეყნდა.
წყარო: The Guardian


ჩაი, კვლევა, პლასტმასი, მიკროპლასტმასები, სასმელი წყალი

ვარსკვლავების ინტერნეტით გავრცელებული სქესობრივი აქტის ვიდეოები
13.10.2019
სტალინი, ჰიტლერი და ფროიდი...
13.10.2019
ძილის რეკომენდირებული პოზები
13.10.2019
სპორტი იმედზე - 13 ოქტომბერი, 2019 წელი
13.10.2019
ცხელი ბუტერბროდი უპუროდ
12.10.2019
ცნობილები „ღია“ ჩაცმულობით
12.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar