ჭიჭინაძე: “მომხრე ვარ, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად დაბრუნდეს”

09.07.2018 ახალი ამბები 28 0 0.0


loading...
Загрузка...

დავით ჭიჭინაძე მომხრეა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად დაბრუნდეს.

როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, საკანონმდებლო ორგანომ საქმიანობა თბილისში უნდა გააგრძელოს, რადგან დედაქალაქში მისი საქმიანობა უფრო ეფექტური იქნება.

„თუ საპარლამენტო კონტროლი ძლიერდება, მინისტრები სულ ქუთაისში უნდა ვატაროთ? თუ ჩვენ და მინისტრები ქუთაისში ვიქნებით, მაშინ სამინისტროებში არავინ აღარ იქნება. დრო ყველაფერს განსაზღვრავს, ძალიან ბევრი დრო მოგზაურობაში იკარგება. ქუთაისში რეგისტრაციის შემდეგ ისეთი საკითხებია, სადაც რამდენიმე დეპუტატი სამუშაო კალაპოტიდან ამოვარდნილია“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

პარლამენტის რეგლამენტში მომზადებულ ცვლილებებზე ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მსჯელობენ. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია განსაზღვრული. უმრავლესობის ნაწილი ითხოვს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ან საერთოდ ამოიღონ, ან დოკუმენტში ქუთაისის მსგავსად, თბილისიც ჩაიწეროს.

metronome.ge


სრულად, ვარ, მომხრე, თბილისში, პარლამენტი, ქუთაისიდან, ჭიჭინაძე, დაბრუნდეს

როგორ ცხოვრობენ რუსი მილიონერების შვილები?
22.07.2018
ანგუსის ხორცი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
22.07.2018
რას ნიშნავს იყო ორი შვილის დედა - სახალისო ილუსტრაციები
22.07.2018
ემოციები თანდაყოლილია თუ კულტურით არის განპირობებული?
22.07.2018
მოდური ჩანთა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ
22.07.2018
ცეკვა, მუსიკა, სპორტი ანუ რა სჭირდება ბავშვს სწორი განვითარებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
22.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...