ჩინეთში დაბადებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვები შეიძლება გენიოსები გაიზარდნონ

15.03.2019 ფაქტები 25 0 0.0

Загрузка...

მეცნიერება დიდი ნაბიჯებით წინ მიიწევს. ზოგჯერ ეს აღფრთოვანებას იწვევს, ზოგჯერ კი გვაშინებს. შიშის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვის დნმ-ის სტრუქტურის შეცვლას უკვე ცდილობენ.

image

ექსპერიმენტი

ჩინეთში დაიბადნენ ტყუპები, რომელთა დნმ სტრუქტურაში მეცნიერები ჩაერივნენ. ჩვილების გენები შეცვალეს იმისთვის, რომ შიდსის ვირუსით არ დაინფიცირებულიყვნენ. ჩინელები თვლიან, რომ ამ მეთოდის დახმარებით მეცნიერები მომავალში მსოფლიოში გავრცელებულ შიდსის ეპიდემიის შეჩერებას შეძლებენ. თუ ამქვეყნად დაბადებული ბავშვები შიდსის ვირუსის მიმართ მდგრადებიიქნებიან, მე-20 საუკუნეში ამ ჭირით არავინ იავადმყოფებს.

image

ტყუპები ნანა და ლული ჩინელი მეცნიერების საიდუმლო ექსპერიმენტების შედეგს წარმოადგენს. პატარები გასულ წელს დაიბადნენ, მაგრამ მათ დაბადებასთან დაკავშირებული კამათი დღემდე არ ცხრება. ადამიანებს აშინებთ, რომ გოგონების გენები ლაბორატორიულად შეცვალეს. ახლა ბავშვები ასაკის მიხედვით იზრდებიან და ვითარდებიან, მაგრამ არავინ იცის მომავალში მათგან რას უნდა ველოდოთ.

image

დნმ ჯაჭვში ჩარევის გვერდითი ეფექტი

ლაბორატორიაში, ნანას და ლულუს დაბადებამდე, მათი გენები ისე შეცვალეს, რომ შიდსის ვირუსით არასდროს დაავადდებიან. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ამ უპირატესობის გარდა გოგონებს ძალიან მაღალი IQ აქვთ. სავარაუდოდ, პატარებს შესანიშნავი ინტელექტი ექნებათ - არა ბუნების საჩუქარი, არამედ გენეტიკური ინჟინრების მუშაობის შედეგი.

image

ახლა, როცა საიდუმლო ექსპერიმენტი აღმოაჩინეს, მეცნიერები კამათობენ იმაზე, თუ რამდენად შეიძლება ბუნების საქმეებში ჩარევა. ბევრი მომავალში ადამიანების გენეტიკური მოდიფიკაციის მომხრეა, მაგრამ ამ თეორიას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ჯერჯერობით პატარა გენიოსებს არაფერში ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ მალე ალბათ გაგვაოცებენ. ადრე მსგავსი კვლევები მხოლოდ თაგვებზე ტარდებოდა, რადგან ადამიანის გენებში ჩარევას ვერავინ ბედავდა.

შესაძლო შედეგები

ექსპერიმენტის ჩამტარებელი მეცნიერები დარწმუნებულნი არ არიან, რომ გოგოებს მაღალი ინტელექტი ექნებათ. ამაში გასარკვევად წლების გასვლაა საჭირო. თუმცა ბევრს სჯერა, რომ სხვადასხვა ქვეყნები ეცდება ზებუნებრივი ადამიანების, გენეტიკური მუტანტების, შექმნას. ჩინური ექსპერიმენტი მხოლოდ დასაწყისია.

წყარო

მოდიფიცირებული, ბავშვები, გენეტიკა, ჩინეთი, გენიოსები

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...