ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

09.04.2018 მსოფლიო ამბები 190 0 0.0

Загрузка...

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლი იონ ჰო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. რუსული მედიის ინფორმაციით , საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში აშხაბადიდან ჩაფრინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობა იქნება.

მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის საელჩო დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.

3 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ლი იონ ჰო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდოდა.

29 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს 27 აპრილს შეხვდებიან.

ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს მაისის ბოლოს შეხვდებიან.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: Twitter


კორეის, ჩრდილოეთ, მინისტრი, ჩავიდა, საგარეო, ოფიციალური, საქმეთა, ვიზიტით, მოსკოვში

5 ბნელი სიმართლე იაპონიის შესახებ (ვიდეო)
13.12.2018
რა ნახეს მეცნიერებმა სინამდვილეში მარიანას ღრმულში? (ვიდეო)
13.12.2018
10 საიდუმლო ხრიკი, რომელსაც ფილმებში იყენებენ
13.12.2018
10 ყველაზე პატარა ქვეყანა მსოფლიოში
13.12.2018
5 ადამიანი,რომელიც ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
13.12.2018
დროის 10 საიდუმლო
13.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...