დაადგინეს, როგორი ქალი უფროსი მოსწონთ სამსახურში თანამშრომლებს

12.03.2018 საკითხავი 269 0 0.0

Загрузка...

სამსახურში მკვეთრი მაკიაჟის მქონე ქალ უფროსებს თანამშრომლები უფრო ნაკლებად განიხილავენ კარგ უფროსებად, ვიდრე ისეთებს, რომლებიც მსუბუქ მაკიაჟს ატარებენ ან სულ არ აქვთ მაკიაჟი. ამის შესახებ ახალ კვლევაში წერია, რომელზეც Daily Mail-ი წერს.

სამსახურში, ქალი და კაცი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ქალი უფროსი ძლიერი ლიდერია, თუ ის მაკიაჟს არ იყენებს. კვლევის ავტორების განცხადებით, ამის მიზეზი შესაძლოა სექსიზმში იყოს ჩამალული. მათი თქმით, გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრების გამო ქალის მიმზიდველობა უფრო მისაღებია მაშინ, როდესაც მას რაიმე განსაკუთრებული როლი არ აკისრია.

კვლევის მიზანი იმის დადგენა იყო თუ როგორ მოქმედებს მაკიაჟი სამსახურში ქალის დომინანტურობაზე.

კვლევაში 168 ადამიანი (ორივე სქესის) მონაწილეობდა. მათ უჩვენეს ფოტოები, რომელთა ნაწილზეც ხელმძღვანელი ქალები მაკიაჟით, ნაწილზე კი მის გარეშე იყვნენ გამოსახულები. ორივე სქესის წარმომადგენლებმა უარყოფითად დაახასიათეს იმ ქალის ლიდერობის შესაძლო თვისებები, რომელსაც მაკიაჟი ესვა.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: shutterstock.com

 


დაადგინეს, სამსახურში, თანამშრომლებს, მოსწონთ, ქალი, როგორი, უფროსი

როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019
2019 წლის თებერვლის თვის ასტროლოგიური პროგნოზი
17.02.2019
ყველის წვნიანი ბარდით / yvelis wvniani bardit
16.02.2019
2019 წლის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...