დაბალწელიანი ჯინსის შარვლები მოდას უბრუნდება - 2019 წლის მთავარი ტენდენცია

08.02.2019 მოდის სამყარო 20 0 0.0

Загрузка...

„მოდა ბრუნავს“ - ყველამ ვიცით ეს ფრაზა, რომლის ჭეშმარიტებაშიც 2019 წლის მოდის მთავარი ტენდენციები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს - წელს მოდას დაბალწელიანი ჯინსის შარვლები უბრუნდება.

ეს სამოსი კრიტიკოსების მწვავე უარყოფით შეფასებას იმსახურებდა და იმსახურებს დღემდე, თუმცა მიუხედავად ამისა, ადამიანების ნაწილს მოსწონს და მსოფლიო პოდიუმებზე წამყვანი დიზაინერებიც სწორედ ასეთ შარვლებს წარმოგვიდგენენ.

ყოველთვის უცნაური, სახალისო და ამავდროულად, სასიამოვნო სანახავია ძველი თაობის ადამიანებისთვის ის, როგორ იცვამენ ახალი თაობის წარმომადგენლები ისეთ სამოსს, რომლებიც მათ დროს იყო მოდაში.

მშობლების თაობას კარგად ახსოვს დაბალწელიანი ჯინსის შარვლები, რომლებიც 90-იანი წლების მთავარი ტრენდი იყო, კლუბში, სხვადასხვა წვეულებებზე გოგონები სწორედ ამ სტილის ჯინსებს იცვამდნენ.

მათ მოდაში დამკვიდრებას ბრიტნი სპირსსაც უკავშირებენ. 90-იანი წლების თაობის კუმირი, პოპ პრინცესა ბრიტნი ამ სტილს ანიჭებდა უპირატესობას და მოდიდან გადასვლის შემდეგაც კი არ შეუწყვეტია მათი ტარება.

დარწმუნებულები ვართ, რომ „ტრენდის“ მკითხველებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც დაბალწელიანი ჯინსის შარვლები არ მოსწონს და გარკვეულწილად მართლებიც ხართ, რადგანაც ეს სტილი სხეულს ფორმას აკარგვინებს და უფრო დაბალს გაჩენთ. ვიცით, გსურდათ, რომ მსგავსი შარვლები აღარასდროს დაბრუნებოდა მოდას, მაგრამ ვწუხვართ - 2019 წელს ის მთავარი ტენდენციაა.

ასე რომ, თუ ტრენდული ხართ და გინდათ, რომ მოდას არ ჩამორჩეთ, „დედიკოს შარვლების“ ყიდვა მოგიწევთ.

დაბალწელიანი ჯინსის შარვლებით უკვე გამოჩდნენ პოპულარული ადამიანები, სუპერმოდელები, მათ შორის, ბელა ჰადიდი, რომლის ჩაცმის სტილიც მოდაზე დიდ გავლენას ახდენს და ყველაფერი, რასაც ის იცვამს, მალევე ხდება ტრენდული.
 


შარვალი, 2019 წლის ტენდენციები, 2019 წელი, მოდა, ჯინსი

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...