დათო დარჩია ქვეყნის დატოვებას აპირებს

17.04.2019 საზოგადოება 164 0 0.0

Загрузка...

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი დავით დარჩია მძიმე მატერიალურ პრობლემებზე საუბრობს და ქვეყნიდან წასვლას გეგმავს.

როგორც დარჩია ჟურნალ "თბილისელებთან" საუბარში აცხადებს, ყიდის ყველაფერს, სახლიდან დაწყებული და ქვეყნის დატოვებას აპირებს.

"უკაცრავად და, ქვეყანა გვაქვს ჩაჯმული (მე მაპატიეთ) და შესაბამისად, მსახიობებიც ჩაჯმულები (კიდევ ერთხელ, ბოდიში) ვართ, როგორც ყველა სხვა პროფესიის წარმომადგენლები. არც კინოშია ფული და არც – თეატრში. დღეს ჩემი ხელფასით მათხოვრებში ვარ. ღატაკებში ვიყავი და ახლა მათხოვრებში გადავედი. ყველაფრი ცუდადაა და ერთი სული მაქვს, ამ ქვეყნიდან გავიქცე. იქ წავალ, სადაც შრომა და ნიჭი ფასდება. ამერიკაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე მარტო ვაპირებ, მაგრამ ჩემს შვილებსაც ვურჩევ, აუცილებლად გაიქცნენ ამ ქვეყნიდან"- ამბობს დავით დარჩია.

მისივე თქმით, ორი სახლი აქვს და ერთის ნახევარი უკვე გაყიდა.

"ყველაფერს ვყიდი. თუ გავყიდე, ყველაფერს დავალაგებ და მერე ვიზრუნებ წასვლაზე. თუ ვიზა ჩამირტყეს, კი არ წავალ, გავიქცევი ამ ქვეყნიდან. იქ, სავარაუდოდ, ჩემი პროფესიით არავინ მამუშავებს – მილიონია ჩემნაირიც და ჩემზე უკეთესიც, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, შრომა დაგიფასდება. რაც შემიძლია, არაფერს ვიუკადრისებ. ათასი ლარი მაქვს ხელფასი და ამ ფულით როგორ უნდა ვიცხოვრო? მთელი ფული გადასახადებს მიაქვს და რით ვარჩინო ექვსსულიანი ოჯახი, თავის ძაღლით, დარჩენილი ორასი ლარით? ზამთარი რომ მოდის, მეშინია, ყველაფრის გადასახადი ორმაგდება. ცალკე ბანკის ვალები და რაღა რჩება თვიდან თვემდე საარსებოდ. "

მისივე თქმით, ოჯახში მის გარდა არავინ მუშაობს.

"ამ ეტაპზე მთელი ოჯახი ჩემზეა დამოკიდებული. პენსიონერი დედა რომ დაგეხმარება, რაღაზეა ლაპარაკი. ისიც, რით უნდა დამეხმაროს, საყურეს და ბეჭედს თუ მიიტანს ლომბარდში ან ვინმეს სთხოვს, რომ მასესხოს ფული. ვყიდი ყველაფერს, სახლიდან დაწყებული, ერთი ნამუსს ვერ გავყიდი, დანარჩენი – კი, ბატონო. გაქცევა მინდა, ქვეყანასაც ვეღარ ვიტან. ქვეყანამ რა დამიშავა, ამაზე ლამაზი არაფერი მეგულება ამ სამყაროში, მაგრამ ასეთი ადამიანების ხელში უკვე აღარც საკუთარი ქვეყანა მინდა. თეატრში ჩემს გარშემო იგივე მდგომარეობაა. ვისაც რამე აქვს გასაყიდი, ყიდის, ვისაც არა და ტირის."

image

ავტორი: ელენე გუმა

წყარო

ქვეყნა, დათო დარჩია

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar