დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

17.08.2019 სექსის შესახებ 56 0 0.0

Загрузка...

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.

ის, რომ პრეზერვატივებს უკუჩვენება არ აქვს, ყველამ ვიცით, ამიტომ მათი სარგებლობის მხოლოდ დადებითი მხარეებია ჩვენთვის ცნობილი - დაცვა არასასურველი ორსულობისგან, ინფექციური დაავადებებისგან და ა.შ. სინამდვილეში, ეს მითი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მხოლოდ პრეზერვატივების მწარმოებლებისთვის, რომლებიც, ამ მითს, ფაქტობრივად, სრულად ეთანხმებიან, - დარწმუნებულია შოტლანდიელი პროფესორი სტიუარტ ბროუდი, რომელმაც ჯერ კიდევ 2009 წელს გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, რომ დაუცველი სექსი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ბროუდი და მისი თანამოაზრეები (მათი რიცხვი მეცნიერულ სამყაროში მუდმივად იზრდება) არ გამორიცხავენ, რომ პრეზერვატივები, როგორც წესი, თავის ძირითად დავალებას ცუდად არ უმკლავდებიან, მაგრამ მათ, ასევე, ზიანი მოაქვთ ჯანმრთელობისთვის, პირველ რიგში კი, მათი მოხმარება ფსიქიკურ მდგომარეობას აზიანებს, - ამტკიცებს ბროუდი.

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას „იცავს“, ხოლო პრეზერვატივის გამოყენება ზრდის სტრესისა და დეპრესიის წარმოქმნის რისკებს, - ამტკიცებს მკვლევარი და ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ინტიმურობის დონესა და ნდობაზე. ბროუდის დასკვნები ნიუ-იორკის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადასტურეს. სწორედ ამ კვლევის ფარგლებში პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით 300 ამერიკელი ქალის ფსიქიკური ჯანმრთელობა გააანალიზეს.

გაირკვა, რომ ქალები, რომლებიც რეგულარულად მიმართავენ დაუცველ სექსს, იშვიათად განიცდიან დეპრესიას და მრავალრიცხოვან ფსიქოლოგიურ ტესტებში კარგი შედეგები აქვთ. საიდუმლო კი სპერმაში იმალება, რომელიც შეიცავს მინიმუმ სამ ბუნებრივ ანტიდეპრესანტს. სწორედ ეს ანტიდეპრესანტები ამაღლებენ განწყობას, აუმჯობესებენ ძილს და ზოგადად, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

ნუ მიიღებთ ამ კვლევას პირდაპირი გაგებით. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზერვატივზე ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უარის თქმა შეგვიძლია. თუკი არასასურველი ორსულობის არიდება გვსურს, რა თქმა უნდა, პრეზერვატივს უნდა მივმართოთ, მაგრამ, თუკი პარტნიორის მიმართ ნდობის მაჩვენებელი მაღალია, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ინფექციების გადადების რისკი არ გემუქრებათ, გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რომ დაუცველი სექსი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა... და უფრო სასიამოვნოც.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია

წყარო

სასარგებლო, მეცნიერები, ახალი, კვლევა, სექსი, დაუცველი

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar