დღის ჰოროსკოპი (11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი)

11.10.2018 ასტროლოგია 23 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა გელით. შინაგანი სამყაროს სრულყოფილად გამოხატვის საშუალება გექნებათ. ხელსაყრელი დღეა დასვენებისა და სულიერი განახლებისთვის. სასურველია, ეს დღე ოჯახთან ერთად სახლის გარეთ გაატაროთ. თავი შეიკავეთ ხორცისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან.
კურო
ბედი ისევ გაგანებივრებთ და უამრავ სასიამოვნო წუთს მოგგვრით. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა სანდო და ჰარმონიულია. თავს მხნედ და ყოვლისშემძლედ გრძნობთ, თუმცა განწყობა შესაძლოა, მეგობრებთან ან ნათესავებთან შექმნილმა გაუგებრობამ გაგიფუჭოთ. სპორტული ვარჯიშების დროს სიფრთხილე და ზომიერება დაიცავით.
ტყუპები
ამ დღეს ენერგიის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ და მსოფლმხედველობას გაიფართოებთ. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება: ფულის მოგება, ვალის დაბრუნება ან ძვირფასი ნივთის პოვნა. გამორიცხული არაა, რომ ერთი საქმე წარმატებულად დაასრულოთ და ახალი საქმიანი წინადადება მიიღოთ. შინაგანი მომხიბვლელობით გარშემომყოფ ადამიანებს იზიდავთ. წვრილმანებზე დროს ნუ კარგავთ, თორემ შეიძლება, წარმატებამ ზურგი გაქციოთ. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილება გელით.
კირჩხიბი
თავს მხნედ და ჯანმრთელად გრძნობთ, მაგრამ განწყობას უმნიშვნელო კამათი და გაუგებრობა გაგიფუჭებთ. თუ ავტომობილს მართავთ, ამ დღეს სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ.
ლომი
შესაფერისი დღეა ახალი ურთიერთობების, საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის. გამორიცხული არაა, რომ ძველ სიყვარულს შეხვდეთ და ურთიერთობა აღადგინოთ. იწყება ხელსაყრელი პერიოდი ახალი საქმეების დაწყებისა და ძველი გეგმების განხორციელებისთვის.
ქალწული
იღბლიანი დღეა. ყველგან გამჩნევენ, სადაც არ უნდა მიხვიდეთ. გრძნობთ, რომ მომხიბვლელი ხართ, რაც თავდაჯერებულობას გმატებთ. ეცადეთ, რომ თქვენთან დაახლოების უფლება მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს მისცეთ. კარგი პერიოდია ახალი საქმეების დაწყებისა და ძველი გეგმების განხორციელებისთვის. ადვილად შეგიძლიათ, შეცვალოთ საქმიანობის მიმართულება.
სასწორი
ეს დღე გეგმებითა და იმედებითაა სავსე, რომელთა უმეტესობა ასრულდება. საყვარელ ადამიანთან ერთად ოჯახური საქმეების კეთება სიამოვნებას მოგანიჭებთ. სასურველია ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერზე სეირნობა. ეცადეთ, ახლობელი ადამიანების წრეში მეტი დრო გაატაროთ.
მორიელი
სავარაუდოდ, დაძაბული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო თქვენს ფსიქიკასა და მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენს. გაიზრდება ინტერესი პოლიტიკისა და მედიის მიმართ, მაგრამ ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან შესაძლოა, ნერვიულ ნიადაგზე ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ.
მშვილდოსანი
ეს დღე ენერგიის ახალი წყაროების მოძიებასა და თვალსაწიერის გაფართოებას განასახიერებს. თქვენი მომხიბვლელობით გარშემომყოფებს აოცებთ. ნუ დაკარგავთ დროს საკუთარი თავით ტკბობასა და წვრილმანებზე, თორემ ბედი ზურგს გაქცევთ. გამორიცხული არაა, რომ პირად ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილება მოხდეს.
თხის რქა
ამ დღეს იწყება ხელსაყრელი პერიოდი ახალი საქმეების დაწყების, გეგმების განხორციელებისა და შეხვედრებისთვის. მოულოდნელი ცნობა გაიძულებთ, საკუთარ მოქმედებებსა და მუშაობის პრიორიტეტებს გადახედოთ.
მერწყული
ეს დღე სამართლიანობას, ნებისყოფასა და ინტუიციის გაძლიერებას განასახიერებს. მშვენიერი პერიოდია ცხოვრებისეული გამოცდილების გააზრებისთვის, მომავლის დაგეგმვისთვის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის.
თევზები
წინა დღეების უსიამოვნებების მიუხედავად, მხნეობას ინარჩუნებთ და სასიცოცხლო ენერგიის მოჭარბებას გრძნობთ. საკუთარ შესაძლებლობებსა და მომხიბვლელობაში დარწმუნებული ხართ. ქალმა თევზებმა საკუთარ თავსა და გარეგნობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც უახლოეს ხანებში ქორწინებით დაგვირგვინდება.

ავტორი: ნელი თორდია


ჰოროსკოპი, პროგნოზი, დღის, 11, ასტროლოგიური, ოქტომბრის

ეს მცენარე კიბოს უჯრედებს 48 საათის განმავლობაში ანადგურებს
21.10.2018
TOP 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც გახდილი უკეთესად გამოიყურება ვიდრე ჩაცმული
21.10.2018
როგორ ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი სამარადისოდ დასაკუთრება გვსურს
21.10.2018
ქალები, რომლებიც ყველაზე ხშირად ტეხენ მამაკაცების გულს და სამუდამო იარას ამჩნევს მათ სულს
21.10.2018
დღის ჰოროსკოპი (21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი) 2018
21.10.2018
სალომე ზურაბიშვილი ვაკის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ქალიშვილთან ერთად მივიდა
21.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...