დღის ჰოროსკოპი (2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი) 2018

01.12.2018 ასტროლოგია 34 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
სამსახურში ან პარტნიორებთან მოსალოდნელია გაუგებრობა, რაც საქმის წარმატებაზე ნეგატიურად აისახება. განსაკუთრებით საშიშია გადაღლა, რადგან თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მკვეთრად შემცირებულია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, დოკუმენტებთან მუშაობასა და მანქანის სწრაფად ტარებას. მოსალოდნელია გართულებები და იმედგაცრუება პირად ცხოვრებაში. ეცადეთ, ემოციებს გაუმკლავდეთ და საკუთარი მოქმედება სწორად შეაფასოთ. უარს ნუ იტყვით მეგობრების დახმარებაზე.

კურო
შესაფერისი დღე არ არის სიყვარულზე ფიქრისთვის. ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც ისურვებდით. მოსალოდნელია ურთიერთობის გარკვევა საყვარელ ადამიანთან. სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდებით თუ უსიამოვნო სიახლეს გაიგებთ. სამსახურში მაქსიმალურად ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოთ. თავი შეიკავეთ უფროსთან და კოლეგებთან კამათისგან, რადგან საბოლოოდ ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ.

ტყუპები
ბიზნესისა და ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის წარმატებული დღეა. მოსალოდნელია მაცდური წინადადება, რომელმაც შეიძლება კარგი შემოსავალი მოგიტანოთ. ეცადეთ, საკუთარ გეგმებზე ნაკლები ილაპარაკოთ, რადგან ამით მტრების ყურადღებას მიიქცევთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.

კირჩხიბი
შეუფერებელი დღეა კარიერაზე ფიქრისთვის. სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. თავი შეიკავეთ კამათში ჩართვისგან, რომ ყველაფერი თქვენ არ დაგაბრალონ.

ლომი
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც პარტნიორების ურთიერთობას გამოცდას მოუწყობს. ეცადეთ, ემოციებს გაუმკლავდეთ და საკუთარი მოქმედებების სისწორეზე მეტი იფიქროთ. თქვენმა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობამ შეიძლება თქვენ წინააღმდეგ იმუშაოს. ეცადეთ, არავის არაფერს დაჰპირდეთ და დაპირებები არც სხვებისგან მოითხოვოთ.

ქალწული
სამსახურში გაუგებრობა გელით. ფხიზლად იყავით და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. თქვენს გამძლეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ პერიოდში მოღვაწეობის სფეროს ან სამსახურის შეცვლა არ ღირს. მოერიდეთ ნერვიულობას, რადგან ამან შეიძლება მძიმე დაავადებები გამოიწვიოს.

სასწორი
ამ დღეს ახლობელი ადამიანების მხარდაჭერასა და დახმარებას იგრძნობთ. მოსალოდნელია პოზიტიური გეგმების ასრულება, რაც წინა დღეებში დასახეთ. იმატებს თქვენი პირად მომხიბვლელობა და სექსუალური პოტენციალი, რაც სასიკეთოდ აისახება თქვენს შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობაზე.

მორიელი
ნეგატიური დღეა. მოსალოდნელია საკუთარი თავით, საკუთარი სამსახურით და გარშემომყოფი ადამიანებით უკმაყოფილება, თუმცა ჯერჯერობით სამსახურიდან წასვლა არ ღირს, რადგან ფინანსურ პრობლემებში გაეხვევით. ნუ გარისკავთ და კომერციულ საქმიანობაში ნუ ჩაებმებით - ეს სათქვენო საქმე არაა. ცოტა მოითმინეთ და წარმატება აუცილებლად თქვენ დაგრჩებათ.

მშვილდოსანი
პლანეტების განლაგება კომერციულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ. სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პირადი მომხიბვლელობა მაღალ დონეზეა, რაც ყველა იდეისა და ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. სტრატეგიული აზროვნება სასურველ შედეგს მოგიტანთ. გაუთვალისწინებელი სირთულეები პრობლემების მოგვარების უჩვეულო გზას გაპოვნინებთ. ხვალ პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები გელით.

თხის რქა
სამსახურში მცირეოდენი გაუგებრობა გელით. დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და კრიტიკის გამო შეიძლება მოთმინებამ გიღალატოთ. ყურადღებით იყავით და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. საბოლოო შედეგი თქვენს ამტანობაზეა დამოკიდებული. გამორიცხული არაა, რომ თქვენი თავმდაბლობა ხელს გიშლით, ის ადგილი დაიკავოთ, რომელსაც იმსახურებთ.

მერწყული
ეს დღე კოსმოსური ენერგიის მიღებასა და წინასწარმეტყველებას განასახიერებს. კარგი პერიოდია მკურნალობისა და პროფილაქტიკური კურსის ჩატარებისთვის. ამ დღეს რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერს გაუმკლავდებით.

თევზები
ეჭვების დაძლევისა და სულიერი წონასწორობის დღეა. სავარაუდოდ, სამსახურით კმაყოფილი არ ხართ, მაგრამ ამჟამად წამოსვლა არ ღირს. იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი მოსაწონი სამსახური ძნელი საპოვნელია. თავი შეიკავეთ უცნობი საქმის კეთებისგან. კომპეტენციის ნაკლებობამ შესაძლოა, მძიმე შეცდომები გამოიწვიოს. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომასა და გადაღლას. თავს ყველაზე კომფორტულად ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში იგრძნობთ.

ავტორი: ნელი თორდია

წყარო

დღის ჰოროსკოპი, 2 დეკემბრის, ასტროლოგიური პროგნოზი, 2018

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018
2018 წლის 16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15.12.2018
მეგან მარკლმა პრინც ჰარის მავნე ჩვევაზე ათქმევინა უარი
15.12.2018
Google-მა 2018 წლის ყველაზე ძებნადი ვარსკვლავები დაასახელა
15.12.2018
საოცარი ისტორია “Jingle Bells”– ის სიმღერის მიღმა
15.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...