დღის ჰოროსკოპი (8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი) 2018

07.11.2018 ასტროლოგია 24 0 0.0

Загрузка...

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
სასიამოვნო დღე გელით. მოსალოდნელია სასიხარულო ცნობა, ფასეული რჩევა ან მეგობრის ან ნათესავის დახმარება, რაც თქვენს საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შესაძლოა, პარტნიორმა თქვენი გაოცება გადაწყვიტოს, რაც არ მოგეწონებათ. ვერაფრით ეგუებით აზრს, რომ სიახლე შეიძლება სხვასაც მოუვიდეს თავში. ყურადღება მიაქციეთ ახლობელ ადამიანებს.

კურო
დაძაბული შრომის ნაყოფს მატერიალური სახით მიიღებთ. მოსალოდნელია ცნობა ფინანსური წახალისების - პრემიის ან ადრე ჩატარებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. თავშეკავება და გონიერება რეალურ ფულს მოგიტანთ.

ტყუპები
ეს დღე სავსეა იმედებითა და გეგმებით, რომლებსაც განხორციელება არ უწერიათ. მგზავრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკება ჩაიშლება. მოსალოდნელია ნათესავებთან კონფლიქტი. დიდია ტრავმის მიღების საფრთხე, ამიტომ ფრთხილად იყავით ქუჩაში გადაადგილებისას და ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობისას.

კირჩხიბი
ეს დღე ენერგიის მოზღვავებასა და შემოქმედებით პროექტებს განასახიერებს. შეგიძლიათ, პროფესია და სამუშაო ადგილი შეიცვალოთ, თქვენი პრაქტიკულობა და ინტუიცია წარმატების გარანტია. კარგი დროა გეგმების ცხოვრებაში განსახორციელებლად. ერიდეთ ფულის ხარჯვას, პირიქით, ეცადეთ დააგროვოთ.

ლომი
ხელსაყრელი დროა საქმიანობის შესაცვლელად. უახლოესი გარემოცვა წარმატებაში დაგეხმარებათ. ლიდერის თვისებები დაგეხმარებათ, თავი საკუთარი ცხოვრების გამგებლად იგრძნოთ. გირჩევთ, ეს დღე ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

ქალწული
ამ დღეს შეძლებთ, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა უახლოეს ხანში კარგ შედეგებს მოიტანს. თქვენმა პარტნიორმა გადაწყვიტა, გაგაოცოთ, თუმცა ამით აღფრთოვანებული არ დარჩებით. თქვენთვის წარმოუდგენელია, რომ სიახლის ინიციატორი ვინმე სხვა იყოს. იზრუნეთ ახლობელ ადამიანებზე.

სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია დაღლილობა და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გსურთ, რომ დაგროვილ პრობლემებს თავი დააღწიოთ, თუმცა დღის მეორე ნახევარში სულიერი განახლება გელით.

მორიელი
ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის, ფასიან ქაღალდებთან მუშაობისა და გარიგებებისთვის. ეცადეთ, ინიციატივა არავის დაუთმოთ. შეგიძლიათ, გარისკოთ და ისეთი საქმე დაიწყოთ, რომელიც კარგად არ იცით. წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებთ ახალ პირობებთან შეგუებას და კოლეგების კეთილგანწყობის მოპოვებას. პირად ცხოვრებაში გირჩევთ, ვნებები მოთოკოთ და შექმნილ სიტუაციას ფხიზელი თვალით შეხედოთ.

მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში იმედგაცრუება ან პარტნიორთან პრობლემები. ერიდეთ აზარტულ თამაშებს და სარისკო ქმედებებს. სასარგებლოა ოჯახურ წრეში დასვენება. დღის მეორე ნახევარში მზად იყავით სასიამოვნო სიახლისთვის. შესაფერისი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობისა და სტუმრების მიღებისთვის.

თხის რქა
ხელსაყრელი დროა ფინანსური ოპერაციებისთვის, თუმცა მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას არ უნდა ელოდოთ. სამსახურებრივ პოზიციაზე მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. ეცადეთ, მოუგვარებელი პრობლემებისთვის მოიცალოთ.

მერწყული
გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც თქვენ გსურთ. კარგად გაიაზრეთ ყველა მოქმედება, რაც ფინანსებს უკავშირდება. ეცადეთ, უმცირესი დეტალიც კი არ გამოგეპაროთ. ახლობელი ადამიანების სიყვარული და ერთგულება უსიამოვნებებისგან დაგიცავთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჩხუბი და ტრავმები.

თევზები
ამ დღეს განვითარების ახალ დონეზე გადასვლა გელით. ხელსაყრელი დროა ახალი საქმის დაწყებისა და გარიგებებისთვის. ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. სავარაუდოდ, ამ დღეს ნებისმიერი უსიამოვნებიდან ღირსეულად შეძლებთ გამოსვლას. მოსალოდნელია სასიამოვნო ცნობა და ოჯახში ახალი წევრი.

ავტორი: ნელი თორდია

წყარო

დღის, ჰოროსკოპი, პროგნოზი, 8 ნოემბრის, ასტროლოგიური, 2018

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...