დიზაინერული კერტები - ახალი ტრენდი პლასტიკურ ქირურგიაში

16.07.2019 სექსის შესახებ 33 0 0.0

Загрузка...

ოცნებობთ, ჩაიცვათ გამჭვირვალე სამოსი ბიუსტჰალტერის გარეშე და თქვენი კერტები საოცრად მიმზიდველად გამოჩნდეს? პლასტიკური ქირურგია ამის შესაძლებლობას ნამდვილად გაძლევთ, თანაც, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია: 700 დოლარიდან იწყება.

ექიმი ნორმან როუვი, ნიუ-იორკელი პლასტიკური ქირურგი, ჰყვება, რომ სულ უფრო მეტი პაციენტი მიმართავს „დიზაინერული კერტების“ გასაკეთებლად. ნორმანი ამბობს, რომ ეს ტერმინი თავად მოიგონა. ახლა ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს ფორმა - „დიზაინერული კერტი, როგორც კენდალ ჯენერს“, რომელიც არც ისე დიდი, საკმაოდ ღია ფერის, თუმცა, ამასთანავე, პერმანენტულად ერეგირებულია და სამოსში სექსუალურად ჩანს.

როგორც კი მოდელმა კენდალ ჯენერმა 2016 წლის დეკემბერში სოციალურ ქსელებში წამოიწყო კამპანია „გაათავისუფლე მკერდი“, კერტების გადიდების პროცედურაზე მოთხოვნა 4-ჯერ გაიზარდა.

ამგვარი პროცედურა, უდავოდ, მნიშვნელოვნად მარტივია, ვიდრე სტანდარტული მამოპლასტიკა. იმისთვის, რომ კერტები დაიყენოთ „ისე, როგორც კენდალ ჯენერს“, ქირურგები არეოლებს სიმეტრიულს ხდიან, შემდეგ კი კორექტირდება კერტების ფერი: იმისთვის, რომ არეოლი უფრო ღია ტონში იყოს, გამოიყენება ლაზერი, ხოლო მუქი კერტებისთვის - ტატუაჟი.

და ყველაზე მთავარი - ზომა: ქირურგი ფორმას აძლევს კერტებს და მათ ფილერის ინექციის დახმარებით უფრო ამოზნექილს ხდის. ექიმი როუვის კლინიკაში ერთი ინექციის ღირებულება, დაახლოებით, 700 დოლარია, ხოლო ეფექტი, მინიმუმ, ორწლიანი.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია

წყარო

ქირურგია, დიზაინერული კერტები, ახალი ტრენდი, პლასტიკური

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar