დოლიძე: “ორი დღეა სამინისტრო გვეუბნებოდა რომ ძალადობის ნიშნები არ აღინიშნებაო, ახლა გვეუბნებიან საზარელი მკვლელობის შესახებ”

09.07.2018 ახალი ამბები 21 0 0.0


loading...
Загрузка...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ხადას ხეობაში მომხდარ ტრაგედიაზე წერს.

“ხადას ხეობის ამბავი ხომ საშინელი ტრაგედიაა. როგორ უნდა გადავიტანოთ ეს ყველამ საკითხავია. მაგრამ უპასუხისმგებლობის და დაუსჯელობის გამეფებულ სინდრომზე რომ ვსაუბრობ ხოლმე შსს-ს ამ შემთხვევას ვგულისხმობ: ორი დღეა სამინისტრო გვეუბნებოდა რომ ძალადობის ნიშნები არ აღინიშნებაო, ახლა გვეუბნებიან საზარელი, თრილერის მსგავსი მკვლელობის შესახებ.

შეიძლება პასუხისმგებელმა სტრუქტურამ 2 დღეში ურთიერთგამომრიცხავი ორი განცხადება გააკეთოს და შედეგი არ იწვნიოს? შეიძლება რომ სრულიად გადაუმოწმებელი, არაკვალიფიციური, მოუმზადებელი რამ უთხრა ხალხს, მერე გადათქვა და მერე არაფერი? სულ მცირე უპუხისმგებლობაა და უარეს შემთხვევაში მანიპულაცია. ამ სიმაღლის სახელმწიფო უწყებას ბევრად მეტი დაფიქრება და სიფრთხილე მართებს. თუ არ იცი მიზეზი, თქვი რომ იძიებ, დაადგენ და იტყვი რომ გაარკვევ. უნდა გამოვიდეს ახლა სამინისტრო, ახსნას რატომ მოხდა ეს. სხვა შემთხვევაში გამოდის რომ მის წინასწარ დასკვნებს ჩირის ფასი აქვს”, – წერს დოლიძე.

შეგხასენებთ, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარისა და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი დააკავეს. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დაკავებულმა ბრალი აღიარა. აღსანიშნავია, რომ მწყემსის განცხადებით, ბავშვი იმიტომ მოკლა, რომ ხმამაღლა ტიროდა.

metronome.ge


არ აღინიშნებაო, სამინისტრო, გვეუბნებოდა, დოლიძე, ახლა, ალადობის, გვეუბნებიან, ორი, ნიშნები, დღეა

როგორ ცხოვრობენ რუსი მილიონერების შვილები?
22.07.2018
ანგუსის ხორცი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
22.07.2018
რას ნიშნავს იყო ორი შვილის დედა - სახალისო ილუსტრაციები
22.07.2018
ემოციები თანდაყოლილია თუ კულტურით არის განპირობებული?
22.07.2018
მოდური ჩანთა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ
22.07.2018
ცეკვა, მუსიკა, სპორტი ანუ რა სჭირდება ბავშვს სწორი განვითარებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
22.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...