დრეკადი ეკრანები რეალობა ხდება

04.11.2018 გამოგონებები 19 0 0.0

Загрузка...

ტელევიზორები ათწლეულების მანძილზე გამობურცული ეკრანით იწარმოებოდა, შემდეგ სწორით, მოგვიანებით რკალისებრი ეკრანიც გამოჩნდა, მაგრამ ეს შესაძლებლობის ზღვარი ჯერ კიდევ არაა.

მრავალი უპირატესობის მიუხედავად ელექტრონული ეკრანი ფურცელს კონკურენციას ბოლომდე ვერ უწევს. მის ნაკლოვან მხარეებად მაღალი ფასი, გამოსხივება და არადრეკადობა ითვლება. იმის მოლოდინი რომ ეკრანის ღირებულება იმავე ზომის ფურცლის ფასს გაუთანაბრდეს არარეალურია, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ფასები სისტემატურად მცირდება და დღეს 4K გაფართოების ტელევიზორი უფრო იაფია ვიდრე 10 წლის წინ ჩვეულებრივი HD გაფართოების. თანამედროვე LED და OLED ეკრანების გამოსხივება გაცილებით მცირეა ვიდრე ძველი თაობის ტელევიზორებისა და მონიტორების. KINDDLE-ის გამოსხივება კი საერთოდ ნულთან მიახლოებულია. დრეკადობის მხრივ კი ჯერ რაიმე ხელშესახები არაფერი გაკეთებულა, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური გიგანტები თუ მცირე ზომის სტარტაფები მას 10 წელზე მეტიაა აანონსებენ.

პირველ ნაბიჯებს ალბათ მაინც უფრო გრანდები გადადგემენ. LG-ის დრეკადი ტელევიზორის და SAMSUNG-ის დასაკეცი სმარტფონის სერიული წარმოება წესით 2019 წლიდან უნდა დაიწყოს.

„FLEXIBLE“ დრეკადთან ერთად მოქნილსაც ნიშნავს და მართლაც მისი მეშვეობით მოქნილობა, მოსახერხებულობა იზრდება. შესაძლებელი ხდება დიდეკრანიანი სმარტფონის ჯიბით ტარება, რომელიც ამავე დროს პლანშეტის ფუნქციასაც შეითავსებს. ასევე მარტივდება დიდეკრანიანი ტელევიზორის ტრანსპორტირებაც. გარდა ამისა უფრო მოსახერხებელი ხდება სარეკლამო განხადებებისა და ბანერების განთავსებაც.

წყარო

რეალობა, ეკრანები, დრეკადი, ხდება

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...