ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად რუსთავში მოსახლეობას ხვდება

06.04.2019 ახალი ამბები 217 0 0.0

Загрузка...

დამოუკიდებელი დეპუტატები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრას რუსთავში მართავენ.

დეპუტატების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მისაღები საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა, რაც მოსამართლეების გამჭვირვალედ შერჩევის პროცესს ვერ უზრუნველყოფს.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ საჯარო შეხვედრებს კვლავ გამართავენ და დაინტერესებული პირების მოსაზრებებს საკანონმდებლო ორგანომდე მიიტანენ.

„ეს არის პირველი საჯარო შეხვედრა, რომელიც ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება. გადავწყვიტეთ, რომ ხალხს ველაპარაკოთ და ავუხსნათ, რატომ არის ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვანი და რომ კობახიძის მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერა იქნება ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი. ამ განწყობას, რომელსაც მივიღებთ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, გავუზიარებთ კოლეგებს, რადგან გააცნობიერონ რომ არ შეიძლება, დაუპირისპირდე საკუთარ ხალხს. როდესაც ეს ეხება ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს, როგორიცაა, სამართლიანობა, სამართალი. ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ბუმერანგივით, უკან ბრუნდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო „ქართული ოცნება“ რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა.

 


ეკა ბესელია, მოსახლეობა, რუსთავი

მთვარის ჰოროსკოპი: 22 ოქტომბერი (2019)
21.10.2019
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი (2019)
21.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 21 ოქტომბერი, 2019 წელი
21.10.2019
საცვლების ამ კოლექციამ, თანამედროვე მოდის სამყაროს საზღვრები დაამსხვრია!
21.10.2019
ქათმის რულეტი ყველით
21.10.2019
ანჯელინა ჯოლი ,,ჟივენშის" იისფერი სამოსით „მალეფისენტას" პრემიერაზე
21.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar