ექსპერტებმა დაადგინეს კავშირი სექსუალურ ორიენტაციასა და ჯანმრთელობას შორის

09.03.2019 სექსის შესახებ 35 0 0.0

Загрузка...

„ლესბოსელებსა და ბისექსუალ ქალებს, ჰეტეროსექსუალებთან შედარებით, ხშირად აწუხებთ ჭარბი წონა“, - აცხადებენ მეცნიერები. მათ პირველად დაადგინეს ამგვარი კავშირი და ახლა, ექსპერტების თქმით, სექსუალური ორიენტაცია უნდა განიხილებოდეს, როგორც რისკფაქტორი ჯანმრთელობისთვის.

მეცნიერების ჯგუფმა გააანალიზა ბრიტანეთის ეროვნული კვლევის მონაცემები (ჯანმრთელობასთან დაკავშირებით), რომელშიც დაახლოებით 93 000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის ფარგლებში გაიზომა მონაწილეების სხეულის მასის ინდექსი და დაფიქსირდა, ასევე, კვლევაში მონაწილეთა სექსუალური ორიენტაცია. მეცნიერებმა წონასა და სექსუალურ ორიენტაციას შორის შემაშფოთებელი კავშირი დაადგინეს.

ქალებში ჰომოსექსუალური ორიენტაცია ჭარბი წონის რისკს 41%-ით ზრდის, ხოლო, ზოგადად, ლესბოსელ ქალებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები 14%-ით იზრდება. ბისექსუალ ქალებში ჭარბი წონის პრობლემები 24%-ით მეტია, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში. აი, კაცებში კი აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაციაა: გეებში ზედმეტი წონის პრობლემა სამჯერ მეტია.

„ეს საგანგაშო სტატისტიკაა, რადგან ცნობილი ფაქტორია, რომ ზედმეტი წონა დამანგრეველად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ინსულტს, კიბოსა და ნაადრევ სიკვდილს“, - აცხადებს ექიმი ჯოანა სემლენი. თავის მხრივ, გეებსა და ბისექსუალებს ჰეტეროსექსუალ კაცებთან შედარებით საჭიროზე ნაკლები წონა აქვთ, რაც, ასევე, უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის, ნაადრევ სიკვდილს.

ბოლო ციფრების თანახმად, ნაციონალური სტატისტიკის მონაცემებით, იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ლესბოსელები, გეები და ბისექსუალები არიან, ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 2%-ს შეადგენს, თუმცა, სხვა კვლევების მიხედვით, მათი რაოდენობა 6%-ია (3,6 მილიონი ადამიანი).

მკვლევარების განმარტებით, გაურკვეველია, რა იწვევს ამ ადამიანებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების ზრდას, თუმცა, ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან სოციალურ სტრესს და ცხოვრების ჯანსაღ წესს ნაკლებად მისდევენ.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია

წყარო

სექსუალური, ექსპერტები, ჯანმრთელობა, ორიენტაცია, კავშირი, დადგენა

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...