ექვსი მიზეზი, რის გამოც იაპონელები 100 წლამდე ცოცხლობენ და შეუმჩნევლად ბერდებიან

27.07.2019 ჯანმრთელობა 31 0 0.0

Загрузка...

როგორც ცნობილია, იაპონელები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი ერია. მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რითი შეიძლებოდა ამ ფაქტის ახსნა. ბევრი ინფორმაცია მოიძიეს, შესაბამისი მონაცემები გაანალიზეს და იაპონელების შესაშური ჯანმრთელობისა და მათი დღეგრძელობის რამდენიმე ძირითადი ფაქტორი გამოყვეს.

აგერ ისინიც - გაიზიარეთ თქვენც:

1. არანაირი დესერტი

იაპონელები ტკბილეულის ნაცვლად ძირითადად ან ხილს მიირთმევენ ან მწვანე ჩაით კმაყოფილდებიან. ნამცხვარს ისინი მხოლოდ დღისით, ყავასთან ერთად მიირთმევენ და მათი პორცია გაგიკვირდებათ და, დასავლურთან შედარებით გაცილებით პატარაა. საშუალოდ, იაპონელი დღის განმავლობაში 48, 8 გრ შაქარს მოიხმარს. შედარებისთვის ბრიტანეთში შაქრის დღიური ნორმა 100, 4 გრ შეადგენს.

2. ზღვის წყალმცენარეები

წყალმცენარეებს აღმოსავლეთის მცხოვრებლები ოდითგანვე საკვებში, ფხვნილის ან აბების სახით აქტიურად იყენებდნენ. როგორც ცნობილია, წყალმცენარეები - ცილის, მიკროელემენტებისა და ვიტამინების მდიდარი წყაროა. იპონელები და ჩინელები დღემდე ამ უებარ საშუალებას დაბერების წინააღმდეგ წარმატებით იყენებენ და რაც არ უდა გაგიკვირდეთ, ძლიერ აფროდიზიაკად მიიჩნევენ. მაგალითად, შოტლანდიასა და ირლანდიაში პურს სწორედ ამ წყალმცენარეების გამოყენებით აცხობენ, ხოლო იაპონიაში, მათ ტკბილეულსა და მურაბებსაც კი უმატებენ.

3. არანაირი ზღვარგადასული კვება

იაპონელები "გონის დაკარგვამდე" არასდროს იკვებებიან და ბრიტანელებთან შედარებით დღეში, 10 % - ით ნაკლებ კალორიას მოიხმარენ. საგულისხმოა, რომ ისინი ერთი სახეობის კერძით არასდროს იკვებებიან, პირიქით, მცირე ულუფებით, თუმცამრავალფეროვანი გემოვნური თვისებების მქონე საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, მათი აზრით, ეს არამარტო ბალანსირებულ კვებას უზრუნველყოფს, არამედ მაგიდასთან უფრო მეტი დროის გატარებას უწობს ხელს, რაც თავის მხრივ, საკვების უკეთ მონელებისთვის არის სასარგებლო.

4. ბევრი სოიო, თევზი და ბოსტნეული

ოკინავის მცხოვრებლები ამ პროდუქტებს კვირაში 4-5 ჯერ მაინც მოიხმარენ. როგორც მოგეხსენებათ, ხორცი და თევზი - ცილის ძირითადი წყაროა, მაგრამ თევზი იაპონიაში მაინც უპირატესად ითვლება, რადგან მასში ნაკლები კალორია და გულისთვის მეტი სასარგებლო - ცხიმი, სელენი და E ვიტამინია. რაც შეეხება უმ თევზს ის მომზადებულთან შედარებით, გაცილებით უფრო სასარგებლოა ვინაიდან, როგორც ცნობილია ომეგა - 3 ის ცხიმოვანი მჟავები პროდუქტის თერმული დამუშავებისას იშლება. გარდა ამისა, იაპონელების ყოველდღიურ კვების რაციონში დიდი რაოდენობით სოიოა, ის იზოფლავონებს შეიცავს (წარმოადგენს ფიტოესტროგენს ანტიოქსიდანტური მოქმედებით), რომელიც განსაკუთრებით, ასაკოვანი ქალბატონებისთვის არის სასარგებლო.

5. სეირნობა

"მზის სამშობლოში" მიუხედავად დიდი რაოდენობით მანქანისა, რომელიც ერთგვარ ფუფუნების საგნად ითვლება, იაპონელები ყოველდღიურ ცხოვრებაში უპირატესობას მაინც საზოგადო ტრანსპორტს ანიჭებენ. გარდა ამისა, თითქმის ყველა იაპონელი დილაობით ტრადიციისამებრ, ყოველთვის ვარჯიშობს, რაც მათ კონცენტრაციის ამაღლებასა და მთელი დღის განმავლობაში საუკეთესო განწყობის შენარჩუნებაში ეხმარება.

6. სასარგებლო ბაქტერიები

საკვების მთავარი დანიშნულება - ჩვენი ორგანიზმის ენერგიით მომარაგებაა. გარდა ამისა, სწორად შერჩეულლი პროდუქტები ჩვენ არა მხოლოდ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, არამედ მთელი რიგი დაავადებების - გულ-სისხლარღვთა და ცერებროვასკულური, სიმსივნის, ოსტეოპოროზის, ართრიტის, თვალის დაავადებების, სიმსუქნისა და სხვა არაერთი, ვერაგი სნეულებისგან, შეძლებისდაგვარად გვიცავს. ტრადიციული იაპონური სამზარეულო ფერმენტირებული ბოსტნეულით (მწნილები) საკმაოდ მდიდარია, რომელიც დიდი რაოდენობითრძემჟავას შეიცავს და შესაბამისად, კუჭის მიკროფლორის სწორ განვითარებას უწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, იმუნური სისტემის მუშაობას ასტიმულირებს.

ავტორი: მაკა ნიკვაშვილი    
წყარო

იაპონელები, ექვსი მიზეზი


10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar