ელექტრომობილების გავლენა ეკონომიკაზე, ეკოლოგიაზე და ელექტროენერგიის ტარიფზე

04.11.2018 გამოგონებები 22 0 0.0

Загрузка...

ელექტრომობილების წილი საქართელოს ავტოპარკში ამ ეტაპზე 0.2%-საც ვერ აღწევს, მაგრამ მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება. რამდენიმე წლის შემდეგ მათი გავლენა ელექტროენერგიის მოხმარებაზე თვალსაჩინო გახდება.

1 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა 1250-ს აღწევდა. ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კი 1.2 მილიონს აჭარბებდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკური პირების მიერ გადაგდებული ავტომობილების აღწერა-რეგისტრაცია არ ხდება, რეალურად ავტომობილების რაოდენობა უფრო მცირე გამოდის, მაგრამ აღნიშნული სურათს დიდად ვერ ცვლის. ავტოპარკის 45%-ზე მეტი მაინც 20 წელზე მეტი ხნისაა, 3 წლამდე ასაკის ავტომობილების წილი კი 1.5%-ზე ნაკლებია.

ძველი ავტომობილი, თუკი ის რარიტეტული ნიმუში არ არის, არავის სურს და მისი ფლობა არასაკმარისი ფინანსური შესაძლებლობებითაა განპირობებული. თუმცა ავტოპარკის ასაკს მხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობები არ განსაზღვრავს. მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგულაციები და სახელმწიფო პოლიტიკა: განბაჟების ღირებულება, სუბსიდია, ჯარიმები და სანქციები, სავალდებულო ტექდათვალიერების სტანდარტები, საგანმანათლებლო პროგრამები.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით 2.0-იანი ძრავის მქონე ავტომობილის განბაჟება თუ ის 2012 წელსაა გამოშვებული 1600 ლარი ჯდება, ხოლო თუ 2002 წელს 4800, მარჯვენასაჭიანის შემთხვევაში ტარიფი 200%-ით იზრდება. ჰიბრიდის შემთხვევაში კი 60%-ით მცირდება. ლარამდე მცირდება. ელექტრომობილებისთვის ნულოვანი ტარიფი მოქმედებს. თბილისში ელექტრომობილებისთვის ასევე უფასოა პარკირება და ის უფასო იქნება საათობრივი გადასახადის ამოქმედების შემდეგაც. ელექტრომობილის მფლობელები სპეციალური დასამუხტი სადგურების მომსახურებაში იხდიან თანხას. თბილისში ტაქსის ლიცენზია შიდაწვისძრავიანი ავტომობილისთვის 100 ლარი ღირს, ჰიბრიდისთვის 50, ელექტრომობილისთვის - 0. 2018 წლიდან ამოქმედდა სავალდებულო ტექდათვალიერების კანონი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ქვეყანაში მოძრავ ყველა ავტომობილს მოიცავს. დარღვევებისა და გაყალბებული ცნობების გაცემის გამოვლენის მიუხედავად რეგულაციები მაინც მუშაობს.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში 2018 წლის პირველ 9 თვეში უფრო მეტი ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, ვიდრე 2018 წელის იმავე პერიოდში. ამის მიზეზი შეიძლება 2017 წელს მომრავლებული ელექტროდამტენები და პარკირების გადასახადის მოხსნა გახდა. მიმდინარე წელს რეგიოენბში და ავტობანზე ელექტროდამტენების მატება მნიშვნელოვანი არ ყოფილა. პრობლემად რჩება სწრაფდამტენების უქონლობაც, რაც შორ მანძილზე გადაადგილებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. TESLA-ს წილი, რომელსაც თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა 1 დამუხტვით შეუძლია ელექტრომობილებშიც მიზერულია.

NISSAN LEAF დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე პოპლარულ ელექტრომობილად, 2010-2017 წლებში სულ მისი 300 000 ეგზემლარი გაიყიდა. ის პირველ ადგილზეა საქართველოშიც და მისი საშუალო ღირებულება 5000 დოლარია. მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. TESLA MODEL 3-ის გაყიდვები ყოველკვარტალურად იზრდება. მიმდინარე წლის 9 თვეში უკვე 82 700 ერთეულია გაყიდული და ამ რიცხვის 68% მესამე კვარტალში. წლის ბოლომდე გაყიდვები 140-150 ათასს მიაღწევს. ახალი NISSAN LEAF $30 000 ღირს, ახალი TESLA MODEL 3 $35 000, მაშინ როცა გარბენი 2-ჯერ მეტი 350 კილომეტრი აქვს. რამდენიმე წელიწადში მისი მეორადი ვერსიები საქართველოშიც შემოაღწევს, რაც ბაზარზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის. იმავე მოდელის გაუმჯობესებული ვერსია რომლის გარბენიც 500 კმ-ს აღწევს $44 000 ღირს.

 

რა მოხდება მაშინ როცა საქართველოში 1250-ის მაგივრად 125 000 ან უფრო მეტი ელექტრომობილი ივლის? გამონაბოლქვის შემცირებასთან ერთად გაიზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, რისი დაკმაყოფილების პოტენციალი საქართველოს ნამდვილად გააჩნია.

მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში სულ 814 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა, მასში ბენზინსა და დიზელს წილი თითქმის თანაბარია 405 და 409 ათასი ტონა, რაც ჯამურად 1.06 მლნ ლიტრია. რომ გავაწლიუროთ 1.41 მლნ ლიტრი გამოდის. ზუსტი კორელაცია არ არსებობს, მაგრამ 1 ლიტრი საწვავი საშუალოდ 1.8 კვტ/სთ-ის ექვივალენტია. თეორიული დაშვებით თუ ყველა მძღოლი ელექტრომობილზე გადაჯდება 2.54 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია იქნება საჭირო. ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. იაფი საწვავი კი მეტი მანძილის გავლის მოტივაციას გაზრდის. +20% უკვე 3 მილირადი კვტ/სთა.

2017 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 11.531 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. მოხმარებამ კი 11.875 მლრდ კვტ/სთ. მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში მოხმარებაც და გენერაციაც 7-7 პროცენტით გაიზარდა. რამდენიმე მსხვილი ჰესი: ნენსკრაჰესი, ხუდონჰესი, ნამახვანჰესი, ონის ჰესების კასკადი, ცხენისწყლის ჰესების კასკადი, შუახევჰესის ამოქმედება... ქვეყანას დამატებით 7.65 მლრდ კვტ/სთ ენერგიას მისცემდა. სულ კი ეკონომიკურად მომგებიანი წყლის ქარისა და მზის ენერგიის აუთვისებელი რესურსი 40 მილიარდ კვტ/სთ-ს აღწევს.

ხუდონჰესის საკუთარი გამომუშავება 1.5 მლრდ კვტ/სთ-ა, მაგრამ მისი მეშვეობით ენგურჰესის გენერაცია 470 მლნ კვტ სთ-ით იზრდება.

რა შედეგის მომტანი იქნება გენერაციის ზრდა ძნელი მისახვედრი არ არის. გაიზრდება ინვესტიციები, ექსპორტი, შენატანები ბიუჯეტში რაც გაზრდის ეკონომიკას, შეამცირებს იმპორტ და ენერგოდამოკიდებულებას. გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. (ჰესი რეალურად ეკოლოგიურია, განსხვავებით თბოსადგურისგან, რომლის აშენებასაც წინააღმდეგობა არ ხვდება ხოლმე). წინააღმდეგ შემთხვევაში იმპორტის ზრდა გააძვირებს თვიღირებულებას, რაც სამომხმარებლო ფასზეც აისახება. 300 კვტ/სთ-ს ზევით დღეს არსებული ტარიფი თელასისთვი 21.32 თეთრია, ენერგოპროსთვის 22.73. წარმოების ზრდის გარეშე მოხმარების ზრდის შეთმთხვევაში ტარიფი 25 თეთრამდე მაინც გაიზრდება. თუმცა ელექტრომობილებისთვის არც ეს იქნება პრობლემა. დღეს ქალაქში მოძრაობისას 100 კილომეტრის გავლა შიდაწვისძრავიანი ავტომობილით საშუალოდ 25 ლარი ჯდება. ელექტრომობილით კი 3. ელექტროენერგიის ტარიფი 50%-ითაც რომ გაიზარდოს განსხვავება მაინც კოლოსალური იქნება.

ნავთობს იმპორტში პირველი ადგილი უკავია. 2017 წელს $697 მლნ, 2018 წლის იანვარ-სექტემბერი $644 მლნ რაც წლიურად $858 მლნ-ს ნიშნავს. თანხობრივად იმპორტის ზრდა მოხმარებისა და ნავთობის ფასის ზრდამ გამოიწვია. ელექტრომობილზე გადასვლა ტარიფის ზრდის შემთხვევაშიც იმ ადამიანებსაც მოუტანს სარგებელს ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რადგან იმპორტის შემცირება სავაჭრო დეფიციტს შეამცირებს, რაც მშპ-ს გაზრდის და ასევე შემცირდება პროდუქტის ტრანსპორტირების ღირებულება, რაც მის გასაყიდ ფასს შეამცირებს. უკეთესი ეკოლოგიური გარემო კი სამედიცონო ხარჯების დაზოგვის საშუალებას იძლევა.

ელექტრომობილი ახლო მომავალში აუცილებლად დაიკავებს დომინანტ პოზიციას, თუ იქამდე წყალბადზე ან რაიმე სხვა სახის განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიამ არ მოახდინა რევოლუციური გარღვევა.

წყარო

ელექტროენერგია, ეკონომიკა, ეკოლოგია, ელექტრომობილები, ტარიფი, გავლენა

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...