ერის გენოციდი, თუ ეკოლოგიური კატასტროფა? რატომ იხოცებიან საქართველოში ყოველწლიურად ათეულ ათასობით ადამიანები კიბოს დიაგნოზით?

11.07.2018 საზოგადოება 172 0 0.0

Загрузка...

საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნით, წელიწადში 10 ათასი ავადდება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს კიბოს დიაგნოზით, 6 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ასევე გაზრდილია უცხოეთის კლინიკებში ქართველი პაციენტების რიცხვი.

ნანა მეტრეველისთვის, რომელიც 30 წელია, სამედიცინო სფეროში მუშაობს, ონკოლოგიური დაავადებების ბოლო წლების სტატისტიკა საგანგაშოა. მისი თქმით, ბავშვებში თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე გახშირდა.

ბავშვთა ჰოსპისს 50 ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის სიმსივნის დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც აქ სიცოცხლის ბოლო წუთებს ატარებენ. ჰოსპისი წელიწადნახევრის წინ გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში აქ სიცოცხლე უკვე 5-მა ბავშვმა დაასრულა, 15 წლის გოგო ორი დღის წინ გარდაიცვალა.

სპეციალისტები კიბოთი დაავადებულთა მზარდ რიცხვს ადასტურებენ. ონკოლოგები დაავადების გაახალგაზრდავებაზეც საუბრობენ და ამას ეკოლოგიურ პრობლემებს უკავშირებენ.

სპეციალისტების თქმით, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, ტოქსიკური ნივთიერებებითაა დაბინძურებული, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აღწევს, მოგვიანებით კი სხვადსხვა დაავადების მიზეზი ხდება. ბოლო პერიოდის კვლევები აჩვენებს, რომ მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით ტყვიის შემცველი პროდუქტებია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიბოს გავრცელების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო ვითარება არ არის. ამირან გამყრელიძე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ქვეყნის 3 რეგიონშია შემთხვევები მომატებულია.

intermedia.ge

ავტორი:თამილა გურაშვილი    


ათეული ათასობით, გენოციდი, კიბო, იხოცებიან, ყოველწლიური, ერი, კატასტროფა, ადამიანები, საქართველო, ეკოლოგიური

როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019
2019 წლის თებერვლის თვის ასტროლოგიური პროგნოზი
17.02.2019
ყველის წვნიანი ბარდით / yvelis wvniani bardit
16.02.2019
2019 წლის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...