ეს გენიოსები, სკოლაში ცუდი მოსწავლეები იყვნენ...

09.04.2018 ფაქტები 38 0 0.0


loading...
Загрузка...

Deutsche Welle-მ იმ გენიოსების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სკოლაში ცუდი მოსწავლეები იყვნენ. თუმცა ამ ფაქტს სულაც არ შეუშლია მათთვის, რომ მსოფლიოში ცნობილები გამხდარიყვნენ.

ტომას ედისონი

ტომას ედისონი ბავშვობიდან ავადმყოფობდა. ამასთან, ის ძალიან ცნობისმოყვარე ბიჭი იყო. მშობლებს მისი სკოლიდან გაყვანაც კი სთხოვეს, რადგან მასწავლებელი ედისონს გონებრივად ჩამორჩენილად მიიჩნევდა.

მან განათლება სახლში მიიღო, მისი მთავარი მასწავლებელი კი დედა იყო, რომელიც არასდროს ამბობდა ნამდვილ მიზეზს, თუ რატომ გარიცხეს მისი შვილი სკოლიდან. ცნობილმა გამომგონებელმა ამის შესახებ მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.

ალბერტ აინშტაინი

არც სკოლაში და არც ციუიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში აინშტაინი კარგ მოსწავლედ არ მიიჩნეოდა. ის ხშირად კამათობდა მასწავლებლებთან და ვერ იტანდა სწავლების ავტორიტარულ სტილსს. 

აინშტაინი არაერთხელ ჩაჭრილა გამოცდებში, მაგალითად ბოტანიკასა და ფრანგულ ენაში. მათემატიკური შესაძლებლობლები და ფიზიკისადმი ინტერესი კი მან ადრეულ ასაკში გამოავლინა. 

ვილჰელმ კონრად რენტგენი

ფიზიკაში პირველი ნობელიანტი სკოლაში რთულ მოსწავლედ ითვლებოდა. მასწავლებელზე კარიკატურის გამო რენტგენი ტექნიკური სკოლიდან გარიცხეს. უნივერსიტეტში კი ის სკოლის ატესტატის გარეშე ჩაირიცხა, რადგან ფიზიკაში რთული გამოცდები ჩააბარა.

ლუი პასტერი

პასტერი ოჯახში მეხუთე შვილი იყო. სკოლაში მას 1 წლით ერთ კლასში დარჩენამ მოუწია, რადგან სასკოლო ატესტატში ნიშნები გაეუმჯობესებინა და პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაებარებინა. 

ჯორჯ ისტმენი

კომანია Kodak-ის დამფუძნებელს სკოლა არ დაუმთავრებია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან სწავლას თავი დაანება, რათა დედას ოჯახის შენახვაში დახმარებოდა. 

ვილჰელმ ვინი

გერმანელ ფიზიკოსს სკოლაში ცუდი მოსწრება ჰქონდა. ამის გამო ის გიმნაზიიდანაც კი გარიცხეს. მან სწავლა კერძოდ განაგრძო, რაშიც შეძლებული ოჯახი დაეხმარა.


სკოლაში, იყვნენ..., ცუდი მოსწავლეები, გენიოსები, ეს

10 ყველაზე საშიში ადგილი, რომლისთვისაც ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ (ვიდეო)
22.04.2018
საოცრება ჰუდსონზე: ბატების გუნდთან შეჯახებული თვითმფრინავი (ვიდეო)
22.04.2018
5 იშვიათი დაავადება რომელიც ადამიანს გენიოსს ხდის (ვიდეო)
22.04.2018
გიგანტური არსებები რომლებიც 500 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ (ვიდეო)
22.04.2018
10 ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცების დეფიციტს განიცდიან (ვიდეო)
21.04.2018
10 ცხოველი რომელზეც მცდარი წარმოდგენა გვაქვს
21.04.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...