ეზოთერიკული ახნსა: რატომ ჩნდება სახლში ტარაკანა, ჭიანჭველა, ობობა, ფუტკარი ან თაგვი?

11.06.2019 საკითხავი 25 0 0.0

Загрузка...

იცოდით, რომ სამყარო ყოველთვის გიგზავნით მინიშნებებს? ის გაფრთხილებთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მიგანიშნებთ, როგორ მოიქცეთ იღბლის მოსაზიდად? ძველად ხალხი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ნიშნების ამოცნობას. ჩვენს დროში საზოგადოების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ თეორიის მიმართ, თუმცა ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ნიშნების კითხვას, ირწმუნებიან, რომ მთავარია, მესიჯების სწორად ამოცნობა შეგეძლოს. სპირიტუალური თვალსაზრისით, სახლში მწერებისა და ქვეწარმავლების ხილვას სპეციფიკური და განსხვავებული სიმბოლიკა აქვს:

ჭიანჭველა 
ცნობილია შრომისმოყვარეობით და წარმოუდგენელი დისციპლინით. საიდუმლო არაა, რომ მათ აქვთ იერარქია, ისინი ცხოვრობენ თავიანთი ბიზნესის მკაცრი წესებით. არსებობენ მონადირე, სკაუტი, ექთანი ჭიანჭველებიც კი. როგორც ნებისმიერ ჭიანჭველისებრთა ოჯახს, ასევე თითოეულ წევრს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, ძველად სჯეროდათ, რომ სახლის ტერიტორიაზე ჭიანჭველების ოჯახი, ოჯახური კავშირების გასაძლიერებლად ჩნდება. თუ ისინი თქვენს სახლში ბუდეს გაიკეთებენ, ეცადეთ, რომ კონფლიქტი, აგრესია, ჩხუბი თავიდან აირიდოთ. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ დაგიცვან თაღლითობისგან. ასევე ძველად მიიჩნევდნენ, რომ ჭიანჭველები სიმდიდრისა და ბარაქის მომტანები არიან. 

Astrologia

ობობა 
მისტიკის, ძალისა და ზრდის სიმბოლოა. ჩვენ ისევე ვქმნით ჩვენსავე ცხოვრებას, როგორც ობობა ქსოვს ქსელს - ობობის ხილვა, შეგიძლიათ მიიღოთ შეხსენებათ, რომ თავად ვქმნით ცხოვრებას ჩვენი არჩევანის მიხედვით. 

მორიელის ნახვა მიგანიშნებთ, რომ ტრანსფორმირების დროა. თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც ძველი, ჩვეული, რაც უკვე გამოუსადეგარია და დროა სიახლით ჩაანაცვლოთ.


Astrologia

ტარაკანა

ოვალური ფორმისაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპირიტუალური თვალსაზრისით, რადგან ეს აღორძინების, წინააღმდეგობის და ხანგრძლივობის ნიშანია. ტარაკნის ხილვა, შესაძლოა ხანგრძლივი მგზავრობის, ან თუნდაც საცხოვრებელი ადგილის მომასწავლებელი იყოს.
თუ ხედავთ რომ, ტარაკანამ გზა გადაგიკვეთათ - რასაც არ უნდა აკეთებდეთ, წარმატებას მიაღწევთ. იღბლიანი ხართ, თუ ის თქვენგან მარცხნივ წავიდა.
თუ ის სამზარეულოში იხილეთ - უნდა მიესალმოთ რომ უიღბლობა აიცილოთ თავიდან. 
თუ მან გადაკვეთა თქვენი გზა - ეს დიდ სიმდიდრეს მიანიშნებს.
ცუდის ნიშანია, თუ ის თქვენს უკან აღმოჩნდა.
მარცხნივ ან მარჯვნივ ამ არსების ხილვა - გამართლების, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩენას გვიწინასწარმეტყველებს.

Astrologia

თაგვი

თაგვის გამოჩენა მოგიწოდებთ კარგად დაუკვირდეთ, რა არის სწორი და შემდეგ იმოქმედოთ. ეს ცხოველი, შესაძლოა მიგანიშნებდეთ, რომ თქვენ ცდილობთ გააკეთოთ ერთდროულად ზედმეტად ბევრი რამ. ალტერნატიული განმარტების მიხედვით, არ უნდა უარყოთ ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები. ასევე, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თქვენ ზედმეტად ხართ ფოკუსირებული ერთ ან ორ კონკრეტულ საკითხზე და ყურადღრების მიღმა გრჩებათ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეები. 

Astrologia

ფუტკარი

რას ნიშნავს ფუტკარის გამოჩენა? ყველაზე გავრცელებული მესიჯი, რომელსაც ეს მწერი ატარებს პროდუქტიულობას უკავშირდება. ბუნდოვნად ჟღერს, არა? ნუთუ, ფუტკრის გამოჩენა იმის ნიშნად უნდა ჩავთვალოთ, რომ ძალიან ბევრს ვშრომობთ? ან იქნებ პირიქით, ის მეტი შრომისკენ მოგვიწოდებს? 
ფუტკარი ძლიერი, მშრომელი მწერია, თუმცა ამ არსებას აქვს განსაკუთრებული ეთიკა - მან იცის როდის უნდა შეწყვიტოს მუშაობა და დატკბეს ყვავილების სურნელით. სამყარო ამ მელოდიური მწერის სახით ცდილობს შეგვახსენოს, რომ ზოგჯერ, შრომით დაცვარული სხეული საჭიროა ვასიამოვნოთ ცხოვრების "ნექტარით", რომ დავაბალანსოთ სულიერი მდგომარეობა.
ასევე საგულისხმოა, რომ ფუტკარის აგებულება აეროდინამიკურ არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ფაქტობრივად ფრენა არ უნდა შეეძლოს. სპირიტუალური თვალსაზრისით ეს შესაძლებლობების ულიმიტობაზე მეტყველებს. საეჭვოა იცის თუ არა ფუტკარმა, ბუნების კანონებს რომ უგულებელჰყოფს, მაგრამ თუ მას შეუძლია ფრენა, მაშინ, როცა ყველაფერი საწინააღმდეგოდ მეტყველებს, დაფიქრდი, რა არის ისეთი, რის გაკეთებას ვერ შეძლებ შენ? 

Astrologia

სტატია მოამზადა მერიემ კაკაურიძემ.

წყარო

ეზოთერიკული, ჭიანჭველა, ობობა, ტარაკანა, სახლი, ფუტკარი, თაგვი, ახნსა

მთვარის ჰოროსკოპი: 24 ივნისი (2019)
24.06.2019
3 თანამშრომელი, რომელიც მტრად არასოდეს უნდა გადაიკიდოთ
24.06.2019
ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის
20.06.2019
20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი (2019)
20.06.2019
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც გიჟდებიან სიუპრიზებსა და მოულოდნელობებზე
18.06.2019
გემრიელი და ნაკლებკალორიული კატლეტი კომბოსტოთი
18.06.2019

სულ კომენტარი: 0
avatar