გაიგეთ, რომელია თქვენი საყვარელი ფერი და რას განსაზღვრავს იგი...

25.06.2017 ტესტები 305 0 0.0

Загрузка...

ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს, ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტიც შექმნეს. ჩვენს ყველა ქმედებას თუ სურვილს შეუძლია ჩვენს პიროვნებაზე საუბარი. თუ თქვენ გაქვთ თქვენი რჩეული ფერი, მას ბევრის თქმა შეუძლია თქვენს პიროვნებაზე.

image

რომელია თქვენი საყვარელი ფერი? (დაფიქრდით რომელია თქვენი საყვარელი ფერი და წაიკითხეთ დართული ტექსტი)

image

1. წითელი - სისხლისფერი, ცეცხლისფერი. ასოცირდება ინტენსიურ და ემოციურ ადამიანთან, როგორც საშიშები და ომის მოყვარულები, ასევე მოსიყვარულეები და ვნებიანები არიან.

image

2. ლურჯი - ფერი ასოცირდება მშვიდობის მოყვარულ, გაწონასწორებულ, წყნარ და სულის დიდი სიღრმის მქონე ადამიანებთან. ამ ადამიანების უდიდესი პლიუსია- ნდობა, ერთგულება, სიბრძნე, რწმენა და სიმართლე.

image

3. ყვითელი - იმედის და ბედნიერების სიმბოლოა. მას მოაქვს სიხარული და ენთუზიაზმი, თუმცა ეჭვიანობას და ავადმყოფობასაც აღნიშნავს.

image

4. მწვანე - ბუნების სიმბოლოა. მასთან ასოცირდება ზრდა, ჰარმონია, ნაყოფიერება, სისუფთავე. ამ ფერის მოყვარულ ადამიანებს ასევე უყვართ უსაფრთხოება და სიმდიდრე.
 

image

5. ვარდისფერი - მეტად დელიკატური ფერია, რომელიც ასოცირდება სითბო, სიტკბოსა და ემოციებთან. მისი მოყვარული ადამიანები როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების მოყვარულები არიან.

image

6. სტაფილოსფერი (ფორთოხლისფერი, კვერცხის გულის ფერი, აგურისფერი) - გამოხატავს ენერგიას და სიხარულს. მისი მოყვარული ადამიანები კი სავსენი არიან ენთუზიაზმითა და სითბოთი.

image

7. იისფერი - (ლილისფერი, იასამნისფერი) - ეს ფერი, როგორც ლურჯისა და წითელის კომბინაცია, აერთიანებს ძალასა და სტაბილურობას. ამ ფერთა მოყვარული ადამიანი ფლობს კეთილშობილებას, ერთგულებას, ექსტრავაგანტულობას, სიბრძნეს, ღირსებას, მშვიდობას, სიამაყეს, დამოუკიდებლობას, მაგიას, ძალასა და ამბიციას. იგი ასევე მოყვარულია სიმდიდრისა და ფუფუნების.

image

8. ყავისფერი - ხისა და ნიადაგის ფერი, მისი მოყვარული ადამიანი კი არის საიმედო, სამართლიანი, ჰარმონიული.

image

9. ნაცრისფერი - ეს ფერი დანაკარგთან და დეპრესიასთან ასოცირდება. ამიტომ მისი მოყვარული ადამიანი არის უემოციო, თუმცა ამავდროულად ფორმალური, კონსერვატიული და ელეგანტური.

image

10. შავი - შავი ითვლება როგორც უფერული, ფერის არ მქონე ფერი, თუმცა მისი მოყვარულები არიან მშიშრები, იდუმალები, ფორმალურები, დახვეწილები. მოწონთ როდესაც არიან ავტორიტეტულები, ცოტათი ბოროტებიც.

image

11. თეთრი - სიმსუბუქე, სიწმინდე, უდანაშაულობა, სიკეთე, დისციპლინა, სისუფთავე - მოკლედ ამ ფერის მოყვარულ ადამიანთან ასოცირდება ყველაფერი დადებითი.


თქვენი, იგი, გაიგეთ, ფერი, განსაზღვრავს, საყვარელი, რას, რომელია

Live (იტალია) გენუაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა
14.08.2018
აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი?
13.08.2018
რამდენ წელს იცოცხლებ?! - ტესტი ამერიკელი ექიმებისგან (სამედიცინო ტესტი)
13.08.2018
კოჭას ნაყენი პირიდან უსიამოვნო სუნს სპობს
13.08.2018
ახალი კობოსტოს ფხალი / axali kombostos fxali
13.08.2018
ზოდიაქოს სახლების სისტემა - მესამე სახლი
13.08.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...