გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

14.02.2019 სექსის შესახებ 239 0 0.0

Загрузка...

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში?

გლობალური გამოკითხვის 10 000-მა მონაწილემ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე გულწრფელად და მოურიდებლად ისაუბრა.

გამოკითხვის თანახმად, რომელიც სექსსათამაშოების მწარმოებელმა კომპანია „ლელომ“ ჩაატარა, პარტნიორების ყველაზე მეტი რაოდენობა (საშუალოდ, 15-20 პარტნიორი) შვეიცარიის, საბერძნეთისა და ბრაზილიის მცხოვრებლებს ჰყავთ. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა შეეცადა, ამ საინტერესო მაჩვენებელს არ ჩამორჩენოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ისინი სექსუალურ პარტნიორს მხოლოდ 1-3-ჯერ იცვლიან. იტალიელებისა და ესპანელების ტემპერამენტზე ბევრი გვსმენია, მაგრამ, ამის მიუხედავად, დადგინდა, რომ მათ საწოლში მხოლოდ სამი სხვადასხვა პარტნიორია.

„მსოფლიოში, საშუალოდ, ადამიანებს 10-20 სექსუალური პარტნიორი ჰყავთ. ყველაზე ხშირად პარტნიორებს 31-დან 40 წლამდე ადამიანები იცვლიან, მათ კი მინიმალური მაჩვენებლით 25-30 წლის ადამიანები მისდევენ“, - აცხადებენ სექსსათამაშოების მწარმოებელ კომპანიაში.

გამოკითხულთა უმეტესობა (30%) მიიჩნევს, რომ შესანიშნავი სექსუალური ცხოვრება აქვთ. 5% საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას „ღვთაებრივს“ უწოდებს. ახალ პარტნიორს კი საწოლში გამოკითხულთა 20% „აგემოვნებს".

გამოკითხულთა 0.99% ამბობს, რომ არასდროს განუცდია ორგაზმი. თითქმის 60% აღიარებს, რომ ორგაზმი კვირაში რამდენჯერმე აქვთ. 18,23%-ს ორგაზმი კვირაში ერთხელ აქვს, ხოლო 12,43%-ს - დღეში ერთხელ ან მეტჯერ.

რაც შეეხება პოზებს, აქ შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ არც ერთი პოზა არ სარგებლობს ისეთი საერთაშორისო პოპულარობით, როგორც მუხლ-იდაყვის პოზა (დოგი სთაილი) და მას 50,41%-მა მისცა ხმა.

მეორე და მესამე ადგილზე აღმოჩნდა მხედრული (38,24%) და მისიონერული პოზები (34,66%).

გამოკითხვაში მონაწილეები ძალიან გულახდილები აღმოჩნდნენ და არც ის დამალეს, რა უკლავთ მათ ყველაზე მეტად სექსის სურვილს.

პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, სტრესი აღმოჩნდა.

საძინებელში იდილიას, ასევე, არღვევს საკუთარ ორგანიზმთან პრობლემები ან უბრალოდ, შეუძლოდ ყოფნა (30%).

სექსუალურ ვნებასა და სურვილს წამებში აქრობს ვიბრორეჟიმზე ჩართული მობილური ტელეფონიც - ეს მიზეზი გამოკითხულთა 21%-მა დაასახელა.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია

წყარო

პოპულარული, სექსპოზა

ვარსკვლავების ინტერნეტით გავრცელებული სქესობრივი აქტის ვიდეოები
13.10.2019
სტალინი, ჰიტლერი და ფროიდი...
13.10.2019
ძილის რეკომენდირებული პოზები
13.10.2019
სპორტი იმედზე - 13 ოქტომბერი, 2019 წელი
13.10.2019
ცხელი ბუტერბროდი უპუროდ
12.10.2019
ცნობილები „ღია“ ჩაცმულობით
12.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar