გაზაფხულის 9 მოდური ტენდენცია, რომელიც ყველა ქალის გარდერობს დაამშვენებს

11.02.2019 მოდის სამყარო 23 0 0.0

Загрузка...

1. ბაცი ყავისფერის მრავალნაირი ელფერი

2019-ის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფერია ბაცი ყავისფერი. მისი მრავალნაირი ელფერი სტილს მდიდრულს ხდის და გააჩნია „გამაახალგაზრდავებელი“ ეფექტი. ასეთი ფერის ნივთები შეიძლება შეუხამოთ სხვა ფერის ტანსაცმელს, ან შეგიძლიათ აირჩიოთ ის სტილის ძირითად და ერთადერთ ფერად.

2. აქცენტი მხრებზე

სალამი, 80-ლებო: პიჯაკები, ბლუზები და კაბები მხრებზე აქცენტით ბრუნდებიან, ასე რომ დროა მოძებნოთ ასეთი ტანსაცმელი საოჯახო კარადებსა და ვინტაჟურ მაღაზიებში. ეს ტრენდი ფიგურის ტიპის უმეტესობას მოუხდება: განიერი თეძოების მქონე გოგონები მიანიჭებენ სილუეტს პროპორციულობას, ვიწრო თეძოების მფლობელები კი - ხასიათს.

3. მეტალიკი

ამ ერთი შეხედვით რთულ და ზედმეტად მკვეთრ ტრენდს ადვილად შეიძლება შეეჩვიო - საკმარისია გააზავო მეტალიკი საბაზო ნივთებით. ნუ გეშინიათ ექსპერიმენტირება და ასეთი მოდური აქცენტების დამატება. თუ არ გინდათ ზედმეტად ყურადღების მიქცევა, მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ აქსესუარებს ან ფეხსაცმელს მეტალიკის ეფექტით.

4. მიკრო-ჩანთები

უზარმაზარი ჩანთები წარსულს ჩაბარდა, ასე რომ ახლა ყურადღება უნდა მიაქციოთ მათ მინიატურულ ვარიანტებს. მყარი ფორმის პატარა ჩანთა ყველა დროში იქნება აქტუალური, ამიტომ გირჩევთ შეიძინოთ მსგავსი მოდელები. განსაკუთრებულად მოდაშია ერთდროულად რამდენიმე პატარა ჩანთის შეხამება და განიერი ქამარი ჩანთებით.

5. რომანტიკული სტილი

მოდაში შემოდის რომანტიკული სტილი: კაბები არშიითა და მაქმანებით და ვიქტორიანული ეპოქის სხვა დეტალებით. იმისათვის რომ შეამციროთ რომანტიკის გრადუსი, ასეთი კაბები შეიძლება გააზავოთ უხეში ბათინკებით ან ბოტასებით.

6. გველის პრინტი

პატარა დეტალიც კი გველის პრინტით აუცილებლად მოგაქცევთ ყურადღების ცენტრში. რომ არ გადაამეტოთ, არ დაგავიწყდეთ გააზავოთ ასეთი აქცენტები უბრალო და ლაკონური ნივთებით. ყველაზე მორიდებულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ აქსესუარებზე: განსაკუთრებულად სტილურად გამოიყურება ჩანთები გველის პრინტით, თანაც ისინი პრაქტიკულად ნებისმიერ სტილს მოუხდება.

7. კომბინიზონები

თუ თქვენს გარდერობში არ გაქვთ არცერთი კომბინიზონი, დროა შეიძინოთ გაზაფხულისთვის. ტრენდულია როგორც კლასიკური, ასევე უფრო ყოველდღიური მოდელები ჯიბეებითა და ელვებით. შეიძლება ის ყველაზე უნივერსალური ნივთი არ არის, მაგრამ მოხერხებული და მიმზიდველია.

8. აქცენტი წელზე

თანამედროვე მოდას მართავენ მოშვებული სილუეტები და ოვერსაიზის სტილის მოდელები, მაგრამ სწორად განლაგებული აქცენტები ნებას არ მოგცემენ გადაიქცეთ „კარტოფილის ტომარად“. თითოეული მოდის მოყვარულის „გაჭირვების ტალკვესია“ - წელზე შემოჭერილი განიერი ქამარი. განსაკუთრებით აქტუალურია ასეთი ქამრების შეხამება განიერ მამაკაცის პიჯაკებთან.

9. პლისე

პლისე -2019-ის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის თითქმის მთავარი ტრენდია. პლისეს ამატებენ კაბებზეც, ლაბადებსა და ბლუზებზე - აირჩიეთ თქვენი გემოვნებით, რა მოგიხდებათ და მოგეწონებათ.

წყარო

ტანსაცმელი, როგორ ჩავიცვათ, 2019 წელი, მოდა, სტილი

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...