გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს

05.02.2019 ახალი ამბები 173 0 0.0

Загрузка...

რეზონანსი) დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს. "პირველი არხის" ინფორმაციით, გედევან ფოფხაძე მმართველი გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.

წინასწარი ინფორმაციით, გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება შესაძლოა, პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს იმ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდეს, რომელიც დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს ფორმატში მიიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მედიისთვის ჯერ უცნობია, თუმცა დეპუტატებს დოკუმენტის სახით მიეწოდათ.

არსებული ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით და სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე.

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა გასულ წელს დატოვა, გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით, გედევან ფოფხაძემ გადაწყვეტილება შეცვალა და უმრავლესობაში დაბრუნდა.

წყარო

საპარლამენტო, უმრავლესობის, გედევან ფოფხაძე, აპირებს, დატოვებას

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar