გემრიელი და ნაკლებკალორიული კატლეტი კომბოსტოთი

18.06.2019 კულინარია 80 0 0.0

Загрузка...

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.

ინგრედიენტები:

ქათმის ფარში - 600 გრ
ხაჭო - 80 გრ
ახალი კომბოსტო - 200 გრ
კვერცხი - 1 ცალი
კამა - 0.5 კონა
ნივრის ფხვნილი - 0.5 ჩ/კ
ხმელი სუნელი - 0.5 ჩ/კ
შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ღრმა ჭურჭელში აურიეთ ფარში, მარილი, ნიორი, ხმელი სუნელი და შავი პილპილი.

2. გარეცხეთ, გააშრეთ და თხლად დაჭერით ახალი კომბოსტო. ცალკე ჭურჭელში აურიეთ ხაჭო და კვერცხი, მიღებული მასა ჩაამატეთ ფარშში.

3. ასევე, დააყარეთ ხორცს წვრილად დაჭრილი კამა და კომბოსტო და კარგად გადაურიეთ.

4. სველი ხელებით მიეცით კატლეტის ფორმა, დაალაგეთ პერგამენტიან ჟარონზე მცირეოდენი დაშორებებით.

5. შედგით 180 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

ავტორი: ირმა ჯოხაძე

წყარო

კატლეტი, კომბოსტო, გემრიელი, ნაკლებკალორიული

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar