გერმანიაში გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“ გამოიცა

21.11.2018 ხელოვნება 160 0 0.0

Загрузка...

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანიაში გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“ გამოიცა. ინფორმაციას წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

წიგნი გერმანულმა გამომცემლობა Arco Verlag-მა გამოსცა. 

გრიგოლ რობაქიძემ „ჩაკლული სული“ 1932 წელს გერმანულად დაწერა და პირველად 1933 წელს გერმანიაში გამოსცა. ესაა პირველი ლიტერატურული ცდა „ბოლშევიკური კლიმატისა“ და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად – ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები.
 
„წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს", – წერდა ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ რობაქიძე. რომანი, მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად  გამოცხადდა საბჭოთა კავშირში.
 
რომანის მოქმედება თბილისში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი – მწერალი თამაზ ენგური ყველანაირად ცდილობს დაუსხლტეს წითელი დიქტატურის საცეცებს, არ ითანამშრომლოს მოძალადე რეჟიმთან, შიშისა და უნდობლობის გარემოში შეინარჩუნოს ღირსება და არ გატყდეს. მაგრამ სხვანაირად ფიქრობს გპუ – სტალინის ურყევი ნების შემსრულებელი სადამსჯელო მანქანა.

წყარო

გრიგოლ რობაქიძe „ ჩაკლული სული, გამოიცა, გერმანია

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს
22.04.2019
თვისებები, რომლის გამოც მორიელის შეყვარება ღირს...
22.04.2019
ძალაუფლებით შეპყრობილი ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით შთაგონებული ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
„შეცდომისა“ და „უშეცდომობის“ ეზოთერული ანატომია
22.04.2019
მთვარის ჰოროსკოპი: 2019 წლის 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar