გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

22.02.2019 ახალი ამბები 178 0 0.0

Загрузка...

პენიტენციური სამსახური დეკანოზის ჯანმრთელობის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს. ამ ცნობით,  მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან N18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ყველა იმ სამედიცინო პროცედურას გაივლის, რაც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით არის რეკომენდებული.

მსჯავრდებული N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 15 თებერვალს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა წინასწარი დიაგნოზით თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა, ჰიპერტონული კრიზი. ჩატარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები. მათ შორის ორჯერ გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა (ერთხელ კლინიკაში მოთავსებისთანავე, ხოლო მეორედ - 16 თებერვალს, დინამიკაში დაკვირვების მიზნით).  17 თებერვალს მსჯავრდებულს თავის ტვინის და ხერხემლის MRT გამოკვლევა ჩაუტარდა. აღნიშნული გამოკვლევებით თავისა და ზურგის ტვინში მწვავე კეროვანი პათოლოგია არ გამოვლენილა.

ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე 18 თებერვალს გაიმართა ნევროლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნის თანახმად, მოცემულ ეტაპზე თავის ტვინის ორგანული დაზიანების ნიშნები გამოვლენილი არ ყოფილა.

20 თებერვალს ჩატარდა ნევროლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კონსილიუმი. ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ფსიქიკური სტატუსის, გამოკვლევების მონაცემების გათვალისწინებით ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი დისოციაციური მოტორული აშლილობა. კონსილიუმის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის უნარის და სენსორული შეგრძნებების დაკარგვას, რისი ორგანული საფუძველიც გამოკვლევებით არ დადგინდა. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გიორგი მამალაძე 2 წელია იმყოფება ფსიქოლოგიური სტრესისა და იზოლაციის მდგომარეობაში. კონსილიუმის დასკვნით, აღნიშნული ნოზოლოგიის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ფსიქოთერაპია, ხოლო ფარმაკოთერაპია გამოიყენება თანმხლები დარღვევების (მაგალითად დეპრესიის, ან შფოთვის) სიმპტომების რედუქციის მიზნით,"- წერრია განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართოს. როგორც ბრალდებული სასულიერო პირის ძმა ამბობს, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ილია მეორემ მისი გათავისუფლება უნდა მოითხოვოს.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა. 

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 

წყარო

გიორგი მამალაძე, საავადმყოფო, ციხე

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar