გოცირიძე: “შეგვიძლია, ნატოს ეს სამიტი შევაფასოთ, საუკეთესო ვარიანტში, ერთ ადგილას ტკეპნა”

12.07.2018 ახალი ამბები 20 0 0.0


loading...
Загрузка...

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე ნატოს სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიმდინარე სამიტზე საქართველოსთვის კარგი არაფერი მომხდარა.

როგორც “მეტრონომს” გოცირიძემ განუცხადა, ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის.

“სამწუხაროა, რომ ნატოს ამ სამიტზე ახალია არაფერი მომხდარა. შეგვიძლია ეს სამიტი შევაფასოთ საუკეთესო ვარიანტში ერთ ადგილას ტკეპნა ან ცუდი კუთხით თუ დავინახავთ, არ არის წინსვლა და შავით თეთრზე ჩაიწერა, რომ საქართველო ნატოში შევა მხოლოდ მაპის მექანიზმის გავლით. მაპი ეს არის გეგმა, როდესაც მას მიანიჭებენ ქვეყანას, თუ სხვა ქვეყნების მაგალითს შევხედავთ, უნდა გავიდეს 3-დან 5-წლამდე, რომ ნატოს წევრი გავხდეთ. ამ გარდამავალ პერიოდში ყოველთვის შეიძლება, რუსეთმა პოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს, მაშინ როდესაც თუ იქნებოდა აღიარებული, რომ საქართველო უკვე ასრულებს სამოქმედო პროგრამით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან დავალებებს და მათ არ დაჭირდათ მაპი, მაშინ შეიძლება ნებისმიერ სამიტზე მოულოდნელად გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა.

შესაბამისად, მოულოდნელობის ეფექტი ყოველთვის იქნებოდა კოზირი რუსეთთან დამოკიდებულებაში. იყო ერთ დროს ასეთი შეფასება როდესაც მაპი არ მოგვცეს, რომ საქართველო მაპზე უკეთესს მიიღებს. ეს ნიშნავს მაპის გარეშე ნატოში გაწევრიანებას. ახლა კი ჩაგვიბეტონეს, რომ მხოლოდ მაპით შეგვიძლია გაწევვრიანება, რაც ჩვენთვის საკმაოდ ცუდი ჩანაწერია”, – განაცხადა გოცირიძემ.

ბრიუსელში ნატოს ორდღიანი სამიტია. სამიტში ალიანსის 29 წევრი და 20 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს.  სამიტზე ნატო-საქართველოს დეკლარაცია მიიღეს, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) იქნება.

ნატოს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრისას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება.

metronome.ge


შეგვიძლია, ვარიანტში, შევაფასოთ, ეს სამიტი, საუკეთესო, ადგილას, ერთ, ტკეპნა, ნატოს, გოცირიძე

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?
20.07.2018
ჭიჭინაძე ივანიშვილზე: “არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში”
19.07.2018
დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება
19.07.2018
უჩვეულო ფაქტები სამყაროზე, რასაც ენციკლოპედიაში ვერ იპოვით
19.07.2018
გამაოგნებელი პარანორმალური მოვლენები ამერიკაში - მეოთხე დონის კონტაქტი
19.07.2018
19 წლის მამამ ჩვილი გაგუდა, რადგან ის ძილის საშუალებას არ აძლევდა
19.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...