გუგლი ირწმუნება, რომ კვანტურ აღმატებულობას მიაღწია

28.09.2019 გამოგონებები 52 0 0.0

Загрузка...

ჩვენ, შესაძლოა, კვანტური კომპიუტერების ახალ ეპოქასთან ძალიან ახლოს ვიყოთ. Google ირწმუნება, რომ კომპანიის კვანტურმა კომპიუტერმა შეასრულა გამოთვლა, რომლის შესრულებაც ჩვეულებრივ კომპიუტერებზე შეუძლებელი იქნებოდა — ამას სხვაგვარად კვანტური აღმატებულობაც (quantum supremacy) ეწოდება.

თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ეს, შესაძლოა, გარდამტეხი მოვლენა იყოს. კვანტურ კომპიუტერებს აქვთ პოტენციალი, რომ ჩვენი ცხოვრება შეცვალონ — დაგვეხმარონ ახალი, ინოვაციური მასალების შექმნაში, გადაჭრან მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემები, მონაწილეობა მიიღონ ხელოვნური ინტელექტის შექმნაში და გატეხონ მსოფლიოს ყველაზე დაცული შიფრები.

ესაა მიზეზი, რატომაც ისეთი კომპანიები, როგორიც არის Google, Intel და IBM, უკვე დიდი ხანია ცდილობენ, რომ კვანტურ აღმატებულობას მიაღწიონ. თუმცა გუგლის ამ მიღწევასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჩნდება. სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც გუგლის ამ მიღწევას აღწერდა NASA-ს სერვერზე წინა კვირას აიტვირთა, შემდე კი მალევე წაიშალა. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია რამდენიმე მედია სააგენტომ გაავრცელა, თუმცა გუგლს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ნაშრომში, რომელსაც New Scientist გაეცნო, კვანტური პროცესორი, Sycamore იყო აღწერილი, რომელიც 54 ზეგამტარ კვანტურ ბიტს, ანუ ქუბიტს შეიცავდა. ტექსტი კი იუწყებოდა, რომ Sycamore-მა კვანტურ უპირატესობას მიაღწია.

ნაშრომში მხოლოდ ერთი ავტორია მითითებული — ჯონ მარტინი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ცნობილია, რომ მარტინი გუგლთან კვანტური კომპიუტერის სხვადასხვა კომპონენტის შექმნის მიზნით თანამშრომლობდა.

"კლასიკურ ალგორითმებთან შედარებით, გამოთვლების ასეთი რადიკალური აჩქარება კვანტური აღმატებულობის ექსპერიმენტალურ გამოვლინებას წარმოადგენს და გვაუწყებს, რომ დიდი ხნის მიზანი მიღწეულია", — ნათქვამია კვლევაში.

როგორც ჩანს, გუგლმა კვანტური კომპიუტერის გამოსაცდელად ნასასთან ითანამშრომლა. სტატიაში აღწერილია, რომ მეცნიერებმა კვანტური კომპიუტერით სცადეს დაედგინათ, ჰქონდა თუ არა ციფრების რიგს სრულად შემთხვევითი განაწილება. ეს კლასიკური კომპიუტერებისთვის ძალიან რთული დავალებაა.

ნაშრომში ნათქვამია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს იგივე დავალების შესასრულებლად 10 000 წელი დასჭირდებოდა, Sycamore-მა კი ეს ყველაფერი 3 წუთსა და 20 წამში გააკეთა.

ტექსტის მიხედვით, Sycamore-სთვის დაკისრებული დავალების ძირითადი მიზანი კონცეფციის გადამოწმება იყო, თუმცა მომავალში კვანტური პროცესორი, შესაძლოა, მანქანურ დასწავლაში, ქიმიაში, მასალების მეცნიერებაში და კიდევ სხვა მრავალ სფეროში გამოიყენონ.

წყარო

ქუბიტი, კვანტური კომპიუტერი

ვარსკვლავების ინტერნეტით გავრცელებული სქესობრივი აქტის ვიდეოები
13.10.2019
სტალინი, ჰიტლერი და ფროიდი...
13.10.2019
ძილის რეკომენდირებული პოზები
13.10.2019
სპორტი იმედზე - 13 ოქტომბერი, 2019 წელი
13.10.2019
ცხელი ბუტერბროდი უპუროდ
12.10.2019
ცნობილები „ღია“ ჩაცმულობით
12.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar