H&M სტუდიოს გაზაფხული/ზაფხული 2019 წლის კოლექცია - გლამურითა და თავგადასავლებით შთაგონებული სტილი

08.03.2019 მოდის სამყარო 43 0 0.0

Загрузка...

H&M წარმოგიდგენთ H&M სტუდიოს გაზაფხული/ზაფხული 2019-ის კოლექციას სახელწოდებით „გლამურული მოგზაური “, რომლის სტილზეც ჯერალდინ საგლიომ იზრუნა, ხოლო ფოტოები არიზონას ულამაზეს ფონზე ლექნელ ბეილის ეკუთვნის.

კოლექციის შთაგონებიდან გამომდინარე, პრეზენტაციის პარიზის მოდის კვირეულიდან არიზონაში, სედონას უდაბნოში გადატანა გადაწყდა. კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება 21 მარტიდან, მხოლოდ რჩეულ მაღაზიებში.

„H&M სტუდიოს კოლექცია თავგადასავლებით აღსავსე და ტრენდულია: ჩვენ ვქმნით კოლექციას ქალისთვის, რომელმაც არ იცის შეზღუდვები. საღამოს ის ფარფლებიანი ქვედაბოლოთი იწონებს თავს გლამურულ წვეულებაზე, დილით კი, ადრე დგება, რათა ვერცხლისფერი ლეგინსით იოგას მიაშუროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდ სიხარულს გვანიჭებს ამ კოლექციის წარდგენა სედონა, არიზონაში“ - ამბობს პერნილა ვოლფარტი, H&M-ის დიზაინის ხელმძღვანელი

„2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სტუდიოს კოლექციაზე მუშაობა H&M-ის ჯგუფთან ერთად წარმოუდგენლად სასიამოვნო აღმოჩნდა. ჩვენი მიზანი იყო აღგვებეჭდა გლამურისა და ველური ბუნების მიქსი, ყოველივეს შთაგონებად კი 1975 წლის ფრანგული ფილმი „Le Sauvage“იქცა. ფილმში კარტინ დენევი ტროპიკულ კუნძულზე გაქცეული პატარძლის სახით გვევლინება. მე ძალიან მომწონს გლამურული და სათავგადასავლო სტილის შერწყმა და იმედი მაქვს, სხვა ქალებსაც ასევე მოეწონებათ", - ამბობს სტილისტი და კრეატიული კონსულტანტი, ჯერალდინ საგლიო.

გაზაფხული/ზაფხული 2019-ის კოლექციის მუზა გლამურული, თავისუფალი მოგზაურია, რაც მას მრავალფეროვანი კომბინაციებით, საკულტო მოდელებითა და მარტივი, პრაქტიკული ლუქებით ახალისებს. კოლექციის შთაგონებად ქცეული იუტას ულამაზესი ნაკადულები და თვალუწვდენელი ცისარტყელები ახალ სიცოცხლეს პრინტიან კაბებში, ბრჭყვიალა ქვედაბოლოებსა და პრაქტიკულ მოსაცმელებში ჰპოვებენ - რაც თავისთავად მარტივ გლამურთან ასოცირდება.

H&M სტუდიოს შესახებ:

H&M სტუდიო არის H&M-ის ყველაზე მოდური ხაზი, რომლის კოლექციაც წელიწადში ორჯერ იქმნება. პროფესიონალ დიზაინერთა გუნდის მიერ შექმნილი შეზღუდული რაოდენობის კოლექცია მოიცავს უახლესი ტრენდებით შთაგონებულ სილუეტებსა და მოდელებს, რომლებიც წარსულში პარიზის მოდის კვირეულს ამშვენებდნენ.

წყარო

გლამურული ქალი, სტილი, მოგზაურობა, მოდა, არიზონა, იოგა, H&M

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...