ჰავანაში ობამასა და კასტროს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

22.03.2016 ახალი ამბები 618 0 5.0

Загрузка...

ჰავანაში კუბის სახელმწიფო საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის რაულ კასტროსა და აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრა გაიმართა.

როგორც იტყობინებიან, ორი ლიდერის მოლაპარაკებები რევოლუციის სასახლეში ტარდება, რომელსაც სახელმწიფოს პარლამენტიც ესწრება.

მოლაპარაკებები პრესკონფერენციით უნდა დასრულდეს. მანამდე, ობამამ კუბის ნაციონალური გმირის, ხოსე მარტის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

ამავე დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების დაწყებამდე, ფოტოები გადაიღო კუბის რევოლუციის გმირის, ერნესტო ჩე გევარას ცნობილი ბარელიეფის ფონზე. შეგახსენებთ, რომ ობამას ვიზიტი კუბაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ,რადგან აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, ამ ქვეყანაში 88 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა.

შორის მოლაპარაკებები დაიწყო, კასტრო, ობამასა, ჰავანა

გველების წვიმა - დაუჯერებელი წვიმები დედამიწაზე
16.09.2019
10 ქალი რომლის არსებობაც რთული დასაჯერებელია
16.09.2019
ცხოველები, რომლებმაც ადამიანები სიკვდილს გადაარჩინეს
10.09.2019
10 ყველაზე ნიჭიერი ბავშვი მსოფლიოში
10.09.2019
10 ყველაზე უჩვეულო ბავშვი მსოფლიოში
10.09.2019
10 ყველაზე მდიდარი მათხოვარი
07.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar