იაპონიაში 8K გამოსახულების მაუწყებლობა ამოქმედდა

02.12.2018 გამოგონებები 22 0 0.0

Загрузка...

იაპონიაში სატელევიზიო არხებმა 8K რეზოლუციით მაუწყებლობა დაიწყეს. სამწლიანი სატესტო პერიოდის შემდეგ იაპონიაში სატელევიზიო არხებმა სატელიტის მეშვებით 4K და 8K რეზოლუციის არხების მაუწყებლობა დაიწყეს. ამის შესახებ Engadget-ი წერს.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (NHK) ერთადერთია, რომელიც მხოლოდ 8K ფორმატის სიგნალსა და მაღალი ხარისხის აუდიო სისტემას იყენებს, რომელზეც სპეციალურად, არხის ბაზაზე, სამეცნიერო და ტექნიკურ კვლევით ლაბორატორიაში იმუშავეს სპეციალისტებმა. 8K გამოსახულების ტელევიზიაზე 1995 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა. 

8K სურათის გამოსახულბის ხარისხი HD გაფართოების ხარისხს 16-ჯერ აღემატება. 

სიხარული ფაქტობრივად ჯერ ნაადრევია, რადგან სავარაუდოდ მხოლოდ გუშინ თუ შეიძენდა რამდენიმე მომხმარებელი 8K რეზოლუციის ტელევიზორს. 

ადამიანების იმ ნაწილს, რომელთაც სიგნალის მისაღებად აქამდე სპეციალური რისივერი ან ანტენა სჭირდებოდათ ეს საჭირო აღარ იქნება. მაღალი გარჩევადობის სიგნალის დაჭერას მომხმარებლები ახალი თაობის მოწყობილობების მეშვეობით დისტანციურად შეძლებენ. 

იაპონური ელექტრო მწარმოებლები უკვე ყიდიან 8K ტელევიზორებს. მოწყობილობების ღირებულება არც თუ ისე ხელსაყრელია, რადგან მაგალითად Samsung-ის 8K ტელევიზორი $15,000 ღირს.

წყარო

გამოსახულება, ამოქმედდა, მაუწყებლობა, იაპონია, 8K

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018
2018 წლის 16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
15.12.2018
მეგან მარკლმა პრინც ჰარის მავნე ჩვევაზე ათქმევინა უარი
15.12.2018
Google-მა 2018 წლის ყველაზე ძებნადი ვარსკვლავები დაასახელა
15.12.2018
საოცარი ისტორია “Jingle Bells”– ის სიმღერის მიღმა
15.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...