ინტიმი გრაფიკით: რამდენად ხშირად კავდებიან სექსით ადამიანები რეალურად

09.10.2018 საკითხავი 14 0 0.0

Загрузка...

სექსის სიხშირე ინტიმური ცხოვრების ერთ-ერთი დეტალია. უფრო მნიშვნელოვანია ხარისხი, ხანგრძლივობა და კმაყოფილება. მაგრამ, მაინც ყველაზე ადვილია აქტების რაოდენობის დათვლა.

როდესაც ვფიქრობთ, რამდენად ხშირად ვკავდებით სექსით, თავში უამრავი კითხვა მოგვდის. რამდენია ნორმა? და რამდენჯერ აქვთ სექსი ჩვენს მეგობრებს? ნამდვილად ფუჭდება ურთიერთობები სექსის გარეშე? აი, რის გაგება შეგვიძლია სხეულის საშუალო ტემპერატურის შესახებ.

ყველაზე ხშირი პასუხი

26 ათასი გამოკითხული ამერიკელიდან საშუალო რიცხვი დადგინდა - წელიწადში 54-ჯერ, რაც, დაახლოებით, კვირაში ერთხელ გამოდის. აღმოჩნდა, რომ ეს მაჩვენებელი 1990 წელს ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაზე 9-ჯერ ნაკლებია. კვლევაში მონაწილეობდნენ მარტოხელა, ურთიერთობაში მყოფი, დაქორწინებული და ერთად მცხოვრები წყვილები. დაქორწინებულებმა აღიარეს, რომ მათ სექსი წელიწადში 51-ჯერ აქვთ.

ყველაზე ბედნიერი პასუხი

აბედნიერებს თუ არა წყვილებს კვირაში ერთხელ სექსი? ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სექსის სიხშირე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ 30 ათასმა გამოკითხულმა ამერიკელმა სულ სხვა შედეგი აჩვენა. დიახ, ადამიანები კმაყოფილები არიან ამგვარი „გადანაწილებით", მაგრამ, მათი აზრით, ისინი, ვისაც სექსი კვირაში ორჯერ, სამჯერ ან უფრო მეტჯერ აქვთ - უფრო ბედნიერები არ არიან. საინტერესოა, რა უნდა თქვან მათ, ვისი ინტიმური ცხოვრებაც უფრო ინტენსიურია?

ყველაზე რთული პასუხი

წყვილები, რომელთაც სექსი იშვიათად აქვთ, უფრო ბედნიერები არიან. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ „იშვიათობას“ აქვს გრადაცია. 6029 გამოკითხულის 16%-მა აღიარა, რომ თვეზე მეტია სექსუალური ცხოვრება არ ჰქონია! ხოლო 15%-ის თქმით, მათ სექსი ბოლოს ნახევარი წლის წინათ ჰქონდათ. სხვათა შორის, თუკი წყვილს წელიწადში, მინიმუმ, 10-ჯერ აქვს სექსუალური კავშირი, სპეციალისტები ამ ურთიერთობას სექსის გარეშე ქორწინებას უწოდებენ.

თუკი, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაფიქრდებით და აღმოაჩენთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ცოტა სექსია, ნუ ინერვიულებთ. მთავარია, რომ სექსი მოგწონდეთ, გიყვარდეთ - ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ყოველდღიური სექსუალური აქტი ინტერესისა და ვნების გარეშე. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ გარემოებები: დამღლელი სამუშაო, პატარა ბავშვები, დაქვეითებული ლიბიდო - მხოლოდ ნაწილია იმ მიზეზებიდან, რის გამოც სექსს ჩვეულებრივზე ნაკლებ დროს უთმობთ.

წყარო 

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია


კავდებიან, სექსით, რეალურად, ხშირად, ინტიმი . გრაფიკით, რამდენად, ადამიანები

10 ამოუხსნელი რამ რაც ყინულებში იპოვეს (ვიდეო)
15.10.2018
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე (ვიდეო)
15.10.2018
ბანანის კექსი - ძალიან მარტივად და სწრაფად!
15.10.2018
აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო
15.10.2018
თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...
15.10.2018
ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი
15.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...