ისინი, ვინც ბავშვობაში გააუპატიურეს!

10.04.2016 საზოგადოება 707 0 0.0

Загрузка...

ბავშვობაში გაუპატიურებლები, ზრდასრულობის ასაკშიც იტანჯებიან განცდილით! მათ სექსუალური ძალადობა, შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩეთ, როგორც ფსიქოლოგიური ტრავმა.

ამბობენ: „წარსულს უკან ვეღარ დააბრუნებო“... მაგრამ ხანდახან, ასეთი „წარსული“ მთელი ცხოვრების მანძილზე კოშმარულ სიზმრებად ექცევათ!.. ბავშვობაში გაუპატიურებით გამოწვეული განცდები, ისევ და ისევ დაეუფლებათ ხოლმე ძალადობის მსხვერპლებს...

წარსულიდან მუდმივად მტკივნეული მოგონებები, რომელიც ადამიანს ძალადობას ახსენებს, მასში: შფოთვას, დეპრესიასა და დანაშაულის კომპლექსს იწვევს. რასაც იგი თვითმკვლელობამდე შეუძლია მიიყვანოს...

გარდა ამისა, კიდევ რა შეიძლება გადაიტანოს ზრდასრულ ასაკში,  ბავშვობაში გაუპატიურებულმა? გაგაცნობთ მოკლე ჩამონათვალს. ეს არის: ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, კვების დარღვევა - გადამეტებული ჭამა, ან ურის თქმა კვებაზე, სექსუალური ქცევების გართულებები - (პროსტიტუცია, ფრიგიდულობა, ვაგინიზმი) და სხვადასხვა ფსიქოკური დაავადებანი.

ა) პიროვნული პრობლემები, რომლებიც მთელი ცხოვრება შეიძლება დარჩეთ!

1. თვითშეფასების დარღვევა:

ბავშვმა იცის, რომ მას რაღაც ძალიან ცუდი დამართეს, რაღაც ბინძური - ის „გააფუჭეს“ და ეს განცდა მას შესაძლოა მთელი ცხოვრება დარჩეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს და რა წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიოს;

2. ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები:

თუკი, მოძალადე ბავშვის გარემოცვიდან იყო (რისი შემთხვევებიც ყველაზე მეტია მსოფლიოში), რომელსაც ბავშვი ენდობოდა და მან შემდეგ საზიზღრობა ჩაიდინა - ბავშვს გამოაქვს დასკვნა, რომ არავის არ უნდა ენდოს, არავის არ შეიძლება დაეყრდნოს... ასე რომ მას ადამიანებთან ურთიერთობები ურთულდება;

3. ზეკონტროლი:    

ამ სამყაროში კაცობრიობის ნდობა დაუშვებელია! ყოველთვის ყველა და ყველაფერი უნდა აკონტროლო! თუ ოდნავ ყურადღება მოადუნე, ისევ იგივე განმეორდება - რაღაც საშინელება;

4. მსხვერპლის ცხოვრებისეული პოზიცია: 

ბავშვი იზრდება იმ განცდით, რომ მას ცუდისგან განრიდების ძალა არ შესწევს , რომ გარემო პირობები ყოველთვის მასზე ძლიერია, ასე რომ მის შეცვლას აზრი არა აქვს!

ბ) რჩევები, თუ როგორ უნდა დაეხმარო საკუთარ თავს ზრდასრულობაში, ბავშვობაში მიღებული ტრავმისგან!

•         როცა თქვენ ბავშვი იყავით, წინააღმდეგობის გაწევა არ შეგეძლოთ იმაზე, რასაც გიკეთებდნენ. მაგრამ ახლა ზრდასრული ადამიანი ხართ. დაფიქრდით (უმჯობესია დაწეროთ), თუ რას მიაღწიეთ დამოუკიდებლად ამ ცხოვრებაში, რა წინააღმდეგობების გადალახვა მოგიხდათ და რა შემთხვევაში შეეწინაღმდეგეთ საკუთარ თავს!

•         სადღაც გულის სიღრმეში, თქვენში კცლავ ცხოვრობს პატარა შეშინებული გოგონა, მას ისევ ტკივა ყველაფერი. შეეცადეთ წარმოიდგინოთ როგორია ის, გაესაუბრეთ მას, უთხარი რომ ახლა ძლიერი ხარ და მას ყოველთვის ყველასგან დაიცავ, არავის მისცემ მისი შეურაცხყოფის უფლებას!       

•         არ შეგეშინდეთ რისხვა გამოხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყოფილი სიტუაციის მონაწილე იყო, ამოანთხიეთ თქვენი ემოციები... და თუ, ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ ეს, გადაიტანეთ ყველაფერი თქვენს წარსულში და იცხოვრე დღევანდელი ცხოვრებით კარგ მომავალზე ფიქრში!     

•         თქვენ ალბათ ფიქრობდით იმაზე, თუ როგორი იქნებოდა თქვენი ბავშვობა რომ არ შემგთხვეოდათ ის, რაც შეგემთხვათ. დაწერეთ მოთხრობა (ესე) ბედნიერი ბავშვობის შესახებ - ისე როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. იფიქრეთ, განსაკუთრებით რა გაკლდათ. მხარდაჭერა? ალერსი და სითბო? უზრუნველობის განცდა? სამწუხაროა, თუ თქვენი ცხოვრება ასე წარიმართა! მაგრამ არასოდეს არ არის გვიან, მოიწყო ბედნიერი ბავშვობა: ახლა გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გარშემო მყოფთაგან მხარდაჭერა და მზრუნველობა იგრძნო. მიეცით თავს იმის უფლება, რომ ხანდახან უზრუნველი ბავშვი იყოთ და ყველაფერს თავიდან შეხედეთ ახლებურად! იფიქრეთ, როგორ დაიბრუნოთ ის, რაც თქვენში მოჰკლეს - ახლა უკვე, ეს თქვენ შეგიძლიათ!

•         თუკი მომხდარს განსაკუთრებული სიმწვავით განიცდით, რომ არავის შეგიძლიათ ენდოთ და ადამიანებთან დაახლოება არ გსურთ, ამის გადალახვა შესაძლებელია! თქვენ ცხოვრებაში ისეთი ცუდი ადამიანები შგხვდათ, რომლებმაც თქვენი გულუბრყვილობითა და ნდობით ბოროტულად ისარგებლეს, მაგრამ ყველა ასეთი ხომ არ არის?.. რათქმაუნდა, გულღიობა და გახსნილობაყოველთვის რისკის შემცველია, მაგრამ გაქცევითა და კარჩაკეტილობით, თქვენ საკუთარ თავს, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებით გამოწვეული ბედნიერების განცდასაც ართმევთ! სხვა ადამიანთან ემოციური ურთიერთობა კი - აუცილებელია!.. შეეცადეთ ადამიანებთან ურთიერთობებით ცუდის მოლოდინის თავიდან ამოგდებას და იფიქრე მხოლოდ კარგზე!

•         თუკი მოგონებები მაინც გტანჯავენ და მისგან დამოუკიდებლად განთავისუფლება არ შეგიძლიათ, მაშინ უმჯობესია - ფსიქოთერაპევტს მიმართოთ. ის თქვენ ნამდვილად დაგეხმარებათ!

მასალა მოამზადა:  ვაჟა ჩომახიძემ

 

 

 

 


ბავშვობაში, ვინც, გააუპატიურეს, ისინი, ვინც ბავშვობაში გააუპატიურეს!

მთვარის ჰოროსკოპი: 22 ოქტომბერი (2019)
21.10.2019
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი (2019)
21.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 21 ოქტომბერი, 2019 წელი
21.10.2019
საცვლების ამ კოლექციამ, თანამედროვე მოდის სამყაროს საზღვრები დაამსხვრია!
21.10.2019
ქათმის რულეტი ყველით
21.10.2019
ანჯელინა ჯოლი ,,ჟივენშის" იისფერი სამოსით „მალეფისენტას" პრემიერაზე
21.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar