იუნა შაფათავა:ზოგჯერ რომ გიყურებთ ვფიქრობ პროგრესი თქვენთან უძლურია, არ ექვემდებარებით განვითარებას

25.03.2019 საზოგადოება 44 0 0.0

Загрузка...

იუნა შაფათავა, რომელიც აგერ უკვე ორ წელიწადზე მეტია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ქართველი შეფმზარეულის მერიკო გუბელაძის პოსტს ეხმაურება, რომელიც აღნიშნავს, რომ რესტორან "შავ ლომში" რუსების ოჯახი შევიდა და რუსული მენიუ მოითხოვეს, მიმტანმა კი მათ უთხრა, რომ რუსულ ენაზე მენიუ არ მოეპოვებოდათ, ამის შემდეგაც რუსი ტურისტები გაბრაზდნენ და რესტორანი დატოვეს.

"დემონსტრაციულად დატოვა რესტორანი რუსმა ოჯახმა, რუსული მენიუები რატომ არ გაქვთო. მიმტანს ვთხოვე გაკიდებოდა და იდი ნახ**თქო მიეძახა. არ დამიჯერა”- წერს მერიკო გუბელაძე.

image

მერიკო გუბელაძის ამ პოსტმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგმა შეუქო შეფმზარეულს საქციელი, ზოგს არ მოეწონა.

"დიდი სირცხვილი და თავის მოჭრა. რადგან რუსია იმიტომ? ზედმეტი მოგდით უკვე სიძულვილი, ნაციზმია ჩვეულებრივი. დიდი რამე, რუსულად მენიუ მოითხოვა.ინგლისურად ხომ არის. გვერდით მეზობელია რუსეთი და სიძულვილს ნუ აღვივებთ. შოვინიზმის გარდა, მდაბიო ხარისხის სერვისი, როცა მიმტანმა ენები არ იცის. პლუს შეფ მზარეულის უკულტურობა going viral გმირობის ტოლფასად. საერთოდ დაკარგეთ ტვინი, მგონი.ნიუიორკი რომ ნიუ-იორკია, რაც მეტი ენა იცი მით უფრო ფასობს კადრი. მეტროში განცხადებები 6-7 ენაზე იწერება, მათ შორის რუსულად და ჩინურად.რა ხართ ესეთი ერი, მეზობლებსაც რომ აფურთხებთ, რომ გკითხოთ კაცმა, ღმერთის გწამთ (მარჯვნიდან მარცხნივ პირჯვრის წერით) და მუსლიმ მეზობლებს ლოკავთ და ერთი ღმერთი რომ გააკარით ჯვარს, აგრძელებთ. მე რა, ჩემთვის ღმერთიც ერთია და ბუნებაც უსაზღვრო, მაგრამ ზოგჯერ რომ გიყურებთ ვფიქრობ პროგრესი თქვენთან უძლურია, არ ექვემდებარებით განვითარებას."-წერს იუნა შაფათავასოციალურ ქსელში.

წყარო

იუნა შაფათავა, უძლური, პროგრესი, განვითარება

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar