ჯენიფერ ლოპესის ყოფილ და ამჟამინდელ ქმრებთან გადაღებული ფოტოები სახალისო მიმების წყარო გახდა

12.03.2019 სურათები 30 0 0.0

Загрузка...

რამდენიმ დღის წინ, გაირკვა რომ ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ვარსკვლავურმა წყვილმა ორწლიანი რომანის შემდეგ, ნიშნობა გადაწყვიტა. ალექსმა, რომელიც მომღერალს უკვე თითქმის 14 წელია, რაც იცნობს, ინსტაგრამზე საცოლის ნიშნობის ბეჭდის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "She Said Yes!".

ამ დღის შემდეგ, უცხოური ტაბლოიდები ხშირად განიხილავენ ჯენიფერის წინა ურთიერთობებსაც. შეგახსენებთ, რომ ის აქამდე სამჯერ იყო ქორწინებაში და როგორც აღმოჩნდა, ყოფილი ქმრებიდან ერთ-ერთი კარგად იცნობდა მის ამჟამინდელ საქმროს.

საქმე იმაშია, რომ 2005 წელს ჯენიფერი მეუღლესთან - მარკ ენტონისთან ერთად ესწრებოდა ბეისბოლის თამაშს, რათა ალექსისთვის ეგულშემატკივრა.

აღნიშნული ფოტოები სოციალურ ქსელებში ბოლო რამდენიმე საათია აქტიურად ზიარდება წარწერით - "You and the guy she told you not to worry about” ("შენ და ის ბიჭი, რომელზეც მან გითხრა რომ არ გენერვიულა").
 

როგორც გაირკვა, ალექსი ჯენიფერთან და ენტონისთან მეგობრობდა. ვარსკვლავურ ტრიოს უამრავი საერთო ფოტოც აქვს.

ავტორი: თამარ დევდარიანი

წყარო

ალექს როდრიგესი, მარკ ენტონი, ჯენიფერ ლოპესი

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კეფირი სახლის პირობებში?
26.03.2019
ნამდვილი გურმანებისთვის - ასე შეკმაზული ჭარხლის სალათა ნამდვილი შედევრია!
26.03.2019
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კექსი კეფირისა და კვერცხის გარეშე?
26.03.2019
5 რამ, რასაც სოციალურ ქსელში დაბალი თვითშეფასების ადამიანები აქვეყნებენ
26.03.2019
10 რამ, რაც სექსში ყველაზე მეტად გაშინებთ
26.03.2019
რას ნიშნავს ეს ნიშნები პლასტმასის ჭურჭელზე - გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას!
26.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...