ჯიჯი ჰადიდის მორიგი წარმატება და მისი მთავარი გულშემატკივარი ბელა ჰადიდი (ვიდეო)

10.04.2019 მოდის სამყარო 358 0 0.0

Загрузка...

23 წლის მოდელი ჯიჯი ჰადიდი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან როგორიცაა Marc Jacobs, Prada და Chanel, ამას გარდა, ის უკვე ორი წელია UNICEF-ის ელჩად მუშაობს, სადაც საქველმოქმედო საქმეებითაა დაკავებული. ახალგაზრდა სუპერმოდელი ამერიკული გამოცემა Variety-ს ერთ-ერთი ლაურეატი გახდა, მიიღო Power of Women-ის ჯილდო და გამართულ ღონისძიებაზე სიტყვითაც წარსდგა, სადაც ისაუბრა UNICEF-ის ორგანიზაციაზე, საკუთარ ვიზიტზე ბანგლადეშში, სოციალურ მედიასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სუპერმოდელს უმცროს დასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, შესაბამისად  ამ ღირსშესანიშნავ მომენტში მისი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაზეც მან საჯაროდაც ისაუბრა. "დიდი მადლობა იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ დღე გამოხატავ ჩემთან მიმართებაში!"-მიმართა ჯიჯიმ ბელას.

ბელას გარდა ჯიჯის მხარდასაჭერად ღონისძიებას მისი ნახევარდები 33 წლის ალანა და 38 წლის მარიელაც დაესწრნენ.

ოფიციალური ღონისძიებისთვის ჯიჯიმ Emilia Wickstead-ის ღია ცისფერი სამოსი შეარჩია, ბელამ კი Rosetta Getty-ს ყავისფერი ტყავის პიჯაკი და შარვალი მოიხდინა.

წყარო

წარმატება, გულშემატკივარი, ბელა ჰადიდი, ჯიჯი ჰადიდი, მთავარი, ვიდეო

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar