ჯოხარ დუდაევი ზვიად გამსახურდიაზე - ბევრი ვეცადე რომ დამერწმუნებინა საქართველოში რომ არ წასულიყო

08.03.2019 ახალი ამბები 36 0 0.0

Загрузка...

ჯოხარ დუდაევი: მე კარგად მახსოვს ჩვენი შემდგარი ლაპარაკი ზვიადის ამბავამდე საქართველოში. ბევრი ვეცადე რომ დამერწმუნებინა საქართველოში რომ არ წასულიყო, ჩვენ სამჯერ გვქონდა ამაზე ლაპარაკი. ზვიად ჩემო ძვირფასო ძმაო, თუ ეხლა იქ წახვალ, მაშინ შენი მომხრეებიც გააქტიურდებიან, გააქტიურება დაძაბულობას გამოიწვევს, ეს კი რუსეთს სჭირდება. რუსეთი გამოიყენებს ამას თავისი შეიარაღებული არმიის გამოყენებით.

რუსეთი არასდროს დაუშვებდა ზვიადის ყოფნას საქართველოში და ეს ზვიადმა კარგად იცოდა. მეორე შეხვედრაზე მე მას მოტივირებულად ოპერატიული საბუთები დავუდე მაგიდაზე რომ მზადდებოდა ასეთი პროვოკაცია, თუ როგორი ჯარი იქნებოდა გამოყენებული, კერძოდ შავი ზღვიდან ვისი ხელმძღვანელობით და სად ემზადებიან, როგორ განვითარდებოდა სცენარი და ის მიხვდა და დარწმუნდა ამაში.

საქართველოდან ჩამოდიოდნენ ყოველ დღე, ყოველ საათში, რომ მას არ შეეძლო უარის თქმა, არ უნდოდა რომ თავის ქვეყნის და ხალხის წინაშე მშიშარა გამოსულიყო. მესამე საუბარზე ზვიადმა უკვე კარგად იცოდა რაზე მიდიოდა, სად მიდიოდა, რომ ამ სიტვაციაში რუსეთი ჩაერეოდა და მდგომარეობა დაიძაბებოდა. როცა მან მაინც გადაწყვიტა საქართველოში გაფრენა, პირობა იყო ასეთი რომ მისთვის პირად დაცვას მე ავირჩევდი, ავირჩიე და ისიც დამთანხმდა.

მაგრამ ზვიადის მომხრეები როგორღაც ჩვენ გზაზე გადაგვეღობნენ და თქვეს, რომ სხვა თვითმფრინავში ჩასხდებოდნენ ისინი და წაიყვანდნენ ზვიადს, დაცვა კი სხვა თვითმფრინავით გაჰყვებოდა მათ. მერე თქვეს რომ დღეს აღარ გაფრინდებოდა საერთოდ ეს თვითმფრინავი, გადაიდო. თვითონ კი იმ დღესვე გაფრინდნენ კონვეჟსკის რეისით და ასე აღმოჩნდა ზვიადი საქართველოს ტერიტორიაზე.

მოვლენები განვითარდა ისე როგორც ჩვენ ვფიქრობდით. რატომ წავიდა ის ამ გზაზე? რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი?! იმიტომ რომ ზვიადი არ იყო მშიშართაგანი, ძალიან ვაჟკაცი ადამიანი იყო.

image

ავტორი: ნიკოლოზ ხუციშვილი    

წყარო

ჯოხარ დუდაევი, ბევრი, საქართველო, ზვიად გამსახურდია

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...