კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

18.09.2019 სექსის შესახებ 59 0 0.0

Загрузка...

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება!

წარმოგიდგენთ რამდენიმე მოხერხებულ პოზას აუჩქარებელი და სასიამოვნო სექსისთვის.

1. ოქროს სამკუთხედი

უცნაური სახელწოდების პოზა მისიონერულ ვარიანტს ჰგავს ხანგრძლივი პრელუდიით. პარტნიორი ნელ-ნელა აღგაგზნებთ, შემდეგ დგება მუხლებზე და აუჩქარებლად შეუდგება საქმეს. რა თქმა უნდა, არ ივიწყებს მოფერებით თქვენს სხეულზე შეხებას.

2. ბამბუკის ჭალა

წვებით ზურგზე და მსუბუქად შლით ფეხებს. პარტნიორი ჯდება თქვენს ფეხზე, თქვენ კი მაღლა სწევთ მეორე ფეხს და პარტნიორს მხარზე ადებთ - გამოდის „მაკრატელი“. დაიჭირეთ რიტმი და იმოძრავეთ ტაქტში.

3. ვარსკვლავის აფეთქება

ეს პოზა არასასურველია მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები აწუხებს. პარტნიორი მამაკაცი წვება ზურგზე, ხოლო თავი და კისერი საწოლის გარეთ გადააქვს. მოკალათდით მის სხეულზე მხედრის პოზაში და იმოძრავეთ სანამ არ იგრძნობთ, რომ ორგაზმი ახლოსაა. ხოლო როგორც კი „ვარსკვლავის აფეთქებას“ იგრძნობთ, ააჩქარეთ თეძოების მოძრაობა. თავში სისხლის მიწოდებით თქვენი პარტნიორი ძლიერ ორგაზმს შეიგრძნობს.

4. მოჯირითე ცხენი

შესანიშნავი პოზა სიამოვნების მისაღებად. პარტნიორი მამაკაცი ჯდება საწოლზე, ხელებს უკან სწევს, ხოლო ფეხებს აჯვარედინებს. მოკალათდით მის მუხლებზე, მიწვდით პენისს და ფაქტობრივად, წარმოიდგინეთ, რომ ცხენზე ჯირითობთ. უფრო მძაფრი შეგრძლებისთვის პარტნიორს შეუძლია სასქესო ორგანოზე რგოლის ფორმის სექს-სათამაშო მოირგოს.

5. მუხლებზე!

ამ პოზაში პარტნიორი თავს ყველაზე უკეთ იგრძნობს. მამაკაცი დგება მუხლებზე მოკეცილი ფეხებით. თქვენ კი პირიქით, გაშლილი ფეხებით მაქსიმალურად ახლოს მიდიხართ მის სხეულთან, მოეჭიდებით კისერზე და წარმოიდგინეთ, თითქოს ცეკვავთ. შეგრძნება დაუვიწყარია!

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია


აუჩქარებელი, კამასუტრა, დღეს, პოზა, სექსი, 5 საუკეთესო

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar