კანის ფერის გამო ისინი გააკრიტიკეს, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე "კაშკაშა" მოდელებს

16.04.2019 ვარსკვლავები 12 0 0.0

Загрузка...

ამ სამყაროში ყველა უნიკალურია. ყველას გაგვაჩნია განსაკუთრებული შეხედულება, ვიზუალი და კანის ფერი, თუმცა ჩვენი სტატიის გმირები უიშვიათესები არიან. ალბათ საკუთარი კანის ფერის საშუალებით გახდნენ ასეთი კაშკაშა ვარსკვალვები. არც ის ფაქტი უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ეტაპამდე მოსვლამდე მათ ურთულესი პერიოდი გაიარეს. მოკლედ, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე კაშკაშა მოდელებს:

image

- ნასტია ნისკოვა

image

ჩამონათვალში ლიდერობს რუსი მოდელი - ნასტია ნისკოვა, რომელიც 1996 წელს დაიბადა. მან დაამსხვრია ყველა სტერეოტიპი და გახდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ალბინოსი მოდელი. გოგონა საკმაოდ ფოტოგენურია, რაც კარიერულ წინსვლაში დაეხმარა... ნასტია ასევე ბლოგერია.

- იკია ფენიქსი

image

მუქი ფერის ამერიკელი მოდელი გამოირჩევა განსაკუთრებული თმით და ჭორფლებით, რომელიც მთელ სხეულზე აქვს თითქმის. გოგონას სილამაზე სამოდელო სააგნეტოს თანამშრომელმა შემთხვევით აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ფენიქსი პატარა კაფეში ყავას მიირთმევდა. ამ დღის შემდეგ იგი უამრავი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

- ხუდია დიოპი

image

მუქი ფერის კანის გამო მან მოზარდობაში ბევრი სირთულე გადაიტანა. დიოპი სენეგალში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა სამოდელო კარიერას, რომელიც 17 წლიდან დაიწყო, საფრანგეთში აგრძელებს. ინსტაგრამის ანგარიშზე მას 235 000 გამომწერი ჰყავს.

- კონი ჩიუ

image

გამომდინარე იქიდან, რომ ჩიუ არის ალბინოსი, ბევრმა მეგობარმა მიატოვა. დეპრესიით და სტრესით შეწუხებულმა გოგონამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ჰონგ-კონგიდან შვედეთში გადაინაცვლა, სადაც 24 წლის ასაკში მოულოდნელად სამოდელო კარიერა დაიწყო. გარდა ამისა, ნიჭიერი ალბინოსი ჯაზსაც უკრავს.

- ვინი ჰარლოუ

image

გოგონა 4 წლის ასაკიდან სერიოზულ კანის დაავადებას ებრძვის, თუმცა როგორც ჩანს, ამ ფაქტს უკვე შეეგუა. სკოლის პერიოდში ურთულესი იყო, ხშირად ხდებოდა დამცირების მსხვერპლი თანატოლებისგან. ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოების შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ის დღეს ერთ-ერთი ცნობილი სუპერმოდელია.

- ავა კლარკი

image

ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ მას თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს. კაშკაშა მწვანე თვალებით, კულულა თმით და ულამაზესი სახით ალბინოსი მოდელი ჟურნალების გარეკანზე ხშირად ხვდება. ექიმების დასკვნით, გოგონა აქამდე უსინთლო უნდა ყოფილიყო, თუმცა საბედნიეროდ ავა ყველაფერს ისევე ხედავს, როგორც ჩვენ!

- დაკი დოტი

image

სუდანელი გოგონა 21 წლისაა და ის შესანიშნავად გამოიყურება. მას ხშირად "შავ ბარბის" ეძახიან. სუდანში დამცირებული გოგონა, ავსტრალიაში ნამდვილი სუპერმოდელი გახდა, მას ინსტაგრამის ანგარიშზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

წყარო

კაშკაშა მოდელები, კანის ფერი

თვალისმომჭრელი ირინა შეიკი Versace-ს ახალ სარეკლამო რგოლში! (ვიდეო)
19.04.2019
წლის ტრენდი: კაილი ჯენერი გამჭვირვალე სამოსს იხდენს!
19.04.2019
კიმ და კანიე უესტების სამზარეულოს საიდუმლო ამოხსნილია! (ვიდეო)
19.04.2019
სომხური ტოლმა(დოლმა)
19.04.2019
თვალებს ვერ დაუჯერებთ! - სოფლებში აღმოჩენილი 4 შემზარავი არსება!
19.04.2019
ბუდას გამონათქვამები
19.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar