კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

13.03.2018 ახალი ამბები 255 0 0.0

Загрузка...

კანონიერი ქურდობა 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა:

"ჩვენ, ფაქტობრივად, ამ კანონპროექტით ვამბობთ, რომ არც ერთი ქმედება, არანაირი კავშირი ქურდულ სამყაროსთან და კანონიერ ქურდებთან, არამხოლოდ ამ სამყაროში მოღვაწე პირების, არამედ ნებისმიერი სხვა პირის, რომელიც რაიმე ფორმით ამ ადამიანებთან კონტაქტს დაამყარებს და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით რაიმე ქმედებას განახორციელებს, არ დარჩება დაუსჯელი და დაისჯება სისხლის სამართლის წესით, თანაც საკმაოდ მკაცრი სანქციით. დანაშაულს ვარქმევთ მთელ რიგ ქმედებებს, რომელსაც დღეს დანაშაული არ ჰქვია, რომ მოგვეცეს იმ პირების დასჯის შესაძლებლობა, რომლებიც დღეს ვერ ისჯებიან", - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

კომიტეტში მხარდაჭერილი ცვლილებებით კანონს ემატება ისეთი დეფინიციები როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“. ასევე, ამავე პროექტით, „ქურდული სამყაროს“ აქტიურ წევრობასთან ერთად დასჯადი იქნება პასიური წევრობაც.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: ანა ბერუკაშვილი


ქურდობისთვის, კანონიერი, მხარი, კომიტეტმა, დაუჭირა, გამკაცრებას, ადამიანის, უფლებათა, სასჯელის

როგორ მოვიქცეთ გაზის გაჟონვის ან CO-ს დაგროვების შემთხვევაში - რეკომენდაციები
19.01.2019
,,გამორჩეული სანახაობა იქნება'' - სტეფანე ,,საქართველოს ვარსკვლავის" შესახებ
19.01.2019
SAMSUNG-მა MicroLED ტელევიზორი წარადგინა
19.01.2019
SAMSUNG სმარტფონებში M სერიას ამატებს
19.01.2019
თბილისის მერია ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას დაუშვებლად მიიჩნევს
19.01.2019
10 ყველაზე სტრესული სამსახური (ვიდეო)
19.01.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...