კაპელომ მწვრთნელის კარიერა დაასრულა

09.04.2018 სპორტის სიახლეები 22 0 0.0


loading...
Загрузка...

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. 71 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ პროფესიულ საქმიანობაში ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც სურდა.

„მე უარი ვთქვი იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე. როგორც მწვრთნელმა, ყველაფერს მივაღწიე, რაზეც ვოცნებობდი და ეს მიხარია. ახლა კომენტატორობას ვაპირებ, რადგანაც ამ როლში ყოველთვის გამარჯვებული ხარ,“-აღნიშნა იტალიელმა გამოცემა Rai Sport-თვის მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება „სკუადრა აძურას,“ ეროვნული ნაკრების თავკაცად კაპელო იტალიის ფეხბურთის ფედერაციას რობერტო მანჩინის დანიშვნას ურჩევს, რომელიც ამჟამად სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ წვრთნის.

დონ ფაბიოს სამწვრთნელო კარიერა 31 წელს ითვლის. ის ისეთ ცნობილ კლუბებთან მუშაობდა, როგორებიცაა მადრიდის „რეალი,“ „მილანი,“ „იუვენტუსი“ და „რომა.“ კაპელო ინგლისისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებსაც წვრთნიდა.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: facebook


დაასრულა, მწვრთნელის, კაპელომ, კარიერა

საინტერესო და უცნობი ფაქტები ბოშების შესახებ (ვიდეო)
19.04.2018
5 უცნაური რამ, რაც ჩვენი სხეულის თავდაცვის მექანიზმად ითვლება (ვიდეო)
19.04.2018
7 საშინელი ფაქტი დუბაის შესახებ (ვიდეო)
19.04.2018
რას შეცვლიდით საკუთარ გარეგნობაში (ვიდეო)
18.04.2018
ძაღლის 10 ჯიში რომელიც რთულ შემთხვევებში არავის დაინდობს (ვიდეო)
18.04.2018
10 საიდუმლო, რომელსაც ძაღლს ვერ დაუმალავთ (ვიდეო)
18.04.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...