ქართული ესტრადა მოსკოვში ფართო შემადგენლობით წარსდგება

28.10.2018 ხელოვნება 176 0 0.0

Загрузка...

„ერისიონის“ და ნანი ბრეგვაძის შემდეგ, მოსკოვის საკონცერტო დარბაში ქართული ესტრადის ფართო შემადგენლობა წარსდგება.

13 ნოემბერს მოსკოვში „ვეგას სითი ჰოლში“კოცენრტი გაიმართება სახელწოდებით „ქართული მუსიკის საღამო“.

როგორც „ვეგას სითი ჰოლის“ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, მსმენელის წინაშე პოპულარული და ნაკლებად ცნობილი სიმხღერები შესრულდება.

„ქართული მუსიკის საღამოზე“ საქართველოდან მიემგზავრებიან:მერაბ სეფაშვილი, სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ლაშა ღლონტი, ნინო ჩხეიძე, ნატო გელაშვილი, კაკული გურიელაშვილი, ბესიკ კალანდაძე, გია სურამელაშვილი, თამთა ცხვიტავა და ანსამბლი „ქართული ხმები“.

ამ შემადგენლობას ადგილზე სოსო პავლიაშვილი, დიანა ღურცკაია და თამარ გვერწითელი შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ რუსეთის დედაქალაქში პირველი კონცერტით ანსამბლი „ერისიონი“ ჩავიდა, რასაც საზოგადოების მაღალი პროტესტი მოჰყვა.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე კი, რუსი მსმენელის წინაშე ნანი ბრეგვაძე წარსდგა.

ზაფხულში კი, რუსეთში კლუბურ ელექტრონულ ფესტივალში მონაწილეობის მიზნით ჩასვლას კლუბ „ბასიანის“ დი ჯეები გეგმავდნენ, თუმცა ამ ფაქტს დიდი პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც კლუბის ადმინისტრაციამ ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა.

წყარო

მოსკოვში, ესტრადა, ქართული, ფართო, შემადგენლობით, წარსდგება

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში
22.04.2019
10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს
22.04.2019
თვისებები, რომლის გამოც მორიელის შეყვარება ღირს...
22.04.2019
ძალაუფლებით შეპყრობილი ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
ოპტიმიზმითა და ენთუზიაზმით შთაგონებული ზოდიაქოს ნიშნები
22.04.2019
„შეცდომისა“ და „უშეცდომობის“ ეზოთერული ანატომია
22.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar