ქართული ოცნების წევრები შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებენ

12.06.2018 ახალი ამბები 29 0 0.0


loading...
Загрузка...

"ქართული ოცნების" დეპუტატები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. დეპუტატები ეკა ბესელია და გიორგი ხატიძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"გვექნება შეხვედრები, სამუშაო ფორმატი. ახლა არანაირი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ შემიძლია დავადასტურო",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის შეცვლის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვას შეეცდება.

"ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი. სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ ჩავარდნა გვაქვს მთელი რიგი მიმართულებებით. გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ეხება სიღარიბის კატასტროფულ ზრდას 2015 წლის შემდეგ. არ დაგვრჩა მიმართულება, სადაც არ გვაქვს უკუსვლა. ეს მთავრობა რათქმაუნდა წავიდეს. კონკრეტულად არ ვიცი გვარები, ვის გაშვებას აპირებს ივანიშვილი, მაგრამ ის ცდილობს სიტუაციის განმუხტვას",- განაცხადა ოთარ კახიძემ.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: გიორგი ხუხია


ქართული, ოცნების, სამთავრობო, წევრები, შესაძლო, არ ადასტურებენ, ცვლილებებს

რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი
24.06.2018
საკვები სოდა კიბოს წინააღმდეგ
24.06.2018
ადამიანის თავის ტვინის მთავარი შემადგენელი ნაწილები
24.06.2018
საოცრად ლამაზი გოგოები, რომლებმაც სხვადასხვა ერების შერწყმით მიიღეს სილამაზე
24.06.2018
ტესტი - ხარ თუ არა ჭკუიანი? #21
24.06.2018
წყალქვეშ დაკარგული მისტიური ქალაქები
24.06.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...