კატლეტები კრაბის ჩხირებით - ახალი გემო, რომელიც დიდხანს გაგყვებათ

12.10.2018 კულინარია 18 0 0.0

Загрузка...

კრაბის კატლეტის მოსამზადებლად საჭიროა:

კრაბის ჩხირები - 200 გრ
მაგარი ყველი - 150 გრ
კვერცხი - 2-3 ცალი
ნიორი - 3 კბილი
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
ზეთი 2-3 ს/კ (შესაწვავად)
პურის ფქვილი - 0,5 ჭიქა

კრაბის კატლეტის მომზადების წესი:
გაასუფთავეთ კრაბის ჩხირები და გახეხეთ მსხვილად ან დააბლენდერეთ. 
დაამატეთ გახეხილი ყველი, უმი კვერცხი, მარილი, შავი პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი. 
კარგად გადაურიეთ. კატლეტის ფარში მზად არის!

მიეცით ფარშს კატლეტის ფორმა და ამოავლეთ ფქვილში. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, სანამ კარგად არ შეწითლდება.

შენიშვნა:
იმისთვის, რომ კრაბის ჩხირები მარტივად გახეხოთ სახეხზე, უნდა გაყინოთ და მსუბუქად გაალღვოთ. კრაბის კატლეტის მოსამზადებლად 20 წუთი საკმარისია.
გემრიელად მიირთვით თქვენთვის საყვარელ სოუსთან ერთად!

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია


კრაბის, გემო, გაგყვებათ, რომელიც, ახალი, კატლეტები, ჩხირებით, დიდხანს

10 ამოუხსნელი რამ რაც ყინულებში იპოვეს (ვიდეო)
15.10.2018
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე (ვიდეო)
15.10.2018
ბანანის კექსი - ძალიან მარტივად და სწრაფად!
15.10.2018
აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო
15.10.2018
თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...
15.10.2018
ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი
15.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...