კაცმა 84 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ტვინის ნაწილი არ აქვს

13.03.2018 ფაქტები 188 0 0.0

Загрузка...

ირლანდიელმა ექიმებმა სამედიცინო პრაქტიკაში ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა აღმოაჩინეს. 84 წლის კაცი საავადმყოფოში ძლიერი თავისტკივილის გამო მოხვდა.

ექიმები ფიქრობდნენ, რომ მას ინსულტი დაემართა, თუმცა სულ სხვა შედეგი მიიღეს, როდესაც მას ტომოგრაფია გაუკეთეს.

სურათზე გამოჩნდა, რომ მოხუცის ტვინის მარჯვენა ნაწილი ცარიელი იყო. საუბარია დაახლოებით 9 სანტიმეტრის მოცულობის ტვინის ნაწილზე.

გამოკვლევების შემდეგ კაცს დაუდგინეს პნევმაცეპალუსი - თავის ქალაქში ჰაერის დაგროვება. მოხუცს ასევე აღმოაჩნდა ოსტეომა (ძვლის ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე). როგორც ექიმები ამბობენ, მას არც გონებრივი და არც ფიზიკური უნარები შეზღუდული არ ჰქონია და უპრობლემოდ ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.

12-კვირიანი დაკვირვების შემდეგ, ექიმებმა თქვეს, რომ კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პაციენტის ტომოგრაფია

წყარო: imedinews.ge

ფოტო: casereports


ტვინის, ასაკში, 84 წლის, კაცმა, არ აქვს, აღმოაჩინა, ნაწილი

ეს მცენარე კიბოს უჯრედებს 48 საათის განმავლობაში ანადგურებს
21.10.2018
TOP 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც გახდილი უკეთესად გამოიყურება ვიდრე ჩაცმული
21.10.2018
როგორ ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი სამარადისოდ დასაკუთრება გვსურს
21.10.2018
ქალები, რომლებიც ყველაზე ხშირად ტეხენ მამაკაცების გულს და სამუდამო იარას ამჩნევს მათ სულს
21.10.2018
დღის ჰოროსკოპი (21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი) 2018
21.10.2018
სალომე ზურაბიშვილი ვაკის ამომრჩეველთან შეხვედრაზე ქალიშვილთან ერთად მივიდა
21.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...